მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი ემუქრება ახალი დატყვევებებით. სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომეხი ტყვეების დაბრუნების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების მზარდი მოწოდებების საწინააღმდეგოდ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი  თავისი ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას ამართლებს ახალი დატყვევებების მუქარით. ამის შესახებ “არმენპრესთან” ინტერვიუში აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა ანა ნაღდალიანმა, გამოეხმაურა რა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებას სომეხი ტყვეების შესახებ.

”უფრო მეტიც, მტკიცება, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ყველა სომეხი ტყვე დააბრუნა, გაკეთდა მაშინ, როდესაც აზერბაიჯანის შესაბამისმა ორგანოებმა საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანოებს გადასცა ინფორმაცია სომეხი სამხედრო ტყვეების არსებობის შესახებ”, – აღნიშნა ნაღდალიანმა.

შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქომ ერევანს გადასცა ყველა სამხედრო ტყვე.

”ჩვენ მათ   დავუბრუნეთ ყველა ტყვე და მოკლული ჯარისკაცების ცხედრები. ომის შემდეგ მათ 1000-ზე მეტი ცხედარი დავუბრუნეთ”, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ აზერბაიჯანში მხოლოდ სომეხი დივერსანტები დარჩნენ.

დავამატოთ, რომ ამ დროისთვის 69 პატიმარი დაბრუნდა სომხეთში. აზერბაიჯანში სომეხი ტყვეების რაოდენობის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს.

ნახეთ მეტი
Back to top button