სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარგისიანმა გამოაქვეყნა გზავნილი სუმგაითის ტრაგედიის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, რომელსაც პრეზიდენტის პრეს-სამსახური აქვეყნებს.
”აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ხოცვა-ჟლეტა, ძალადობა, დეპორტაცია და ქონების ჩამორთმევა, რომელიც განხორციელდა სომხების მიმართ, დანაშაულია. ასეთი იყო აზერბაიჯანის პასუხი მშვიდობიან გამოსვლებზე, რომელიც ჩვენმა თანამემამულეებმა არცახში დაიწყეს, რათა თავისუფლად ეცხოვრათ ისტორიულ აკვანში”, – თქვა მან.
მისი თქმით, ორი წლის შემდეგ სუმგაითის დაუსჯელობას სხვა ტრაგედიებიც მოჰყვა, ამჯერად ბაქოში, შემდეგ განძაში და მარაღაში.
„სომეხთა სიძულვილის პოლიტიკა გამოვლინდა ბოლო ომში, განსაკუთრებით არცახელი ხალხისადმი არაადამიანური მოპყრობის, სომეხი ტყვეების წამებისა და მკვლელობების სახით. ბევრი ჩვენი თანამემამულის ბედი ჯერ კიდევ უცნობია”, – აღნიშნა სარგისიანმა.
პრეზიდენტის თქმით, მკაცრად უნდა დაიგმოს სუმგაითის სისასტიკე და სომხების წინააღმდეგ აზერბაიჯანის მხრივ ეთნიკური წმენდის პოლიტიკა, რომელსაც ადგილი აქვს თანამედროვე ცივილიზაციის პირობებში.