ანალიტიკამთავარი

სამხრეთ კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა ანალიტიკოსების აზრით

ყარაბაღის ბოლოდროინდელმა ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური ლანდშაფტი. ამ ახალ რეალობაზე დისკუსია მოაწყო გამოცემა „კავკასიამ“, რომელშიც  მონაწილეობდნენ ანალიტიკოსები ნიგარ გოკსელი, სერგეი მარკედონოვი და ელდარ მამედოვი, ამის შესახებ ცნობას ავრცელებს „ამერიკის ხმა“.

ურთიერთობას ორ მთავარ რეგიონალურ ძალას, რუსეთსა და თურქეთს შორის, ანალიტიკოსი სერგეი მარკედონოვი უწოდებს   ერთი მხრივ, კონკურენტულ და მეორე მხრივ, თანამშრომლობრივ ურთიერთობას.

ანალიტიკოსი მოსკოვსა და ანკარას შორის პირდაპირი შეჯახების შესაძლებლობას ნაკლებად ვარაუდობს რადგან, მისი თქმით, მხარეებს შეუძლიათ მოაგვარონ ურთიერთშორის აზრის სხვაობა.

თურქეთის შემთხვევაში, მარკედონოვის აზრით, რუსეთი ორაზროვანია.  ერთი მხრივ, მოსკოვი ანკარას განიხილავს როგორც პრობლემურ პარტნიორს დასავლეთში, განსაკუთრებით ნატოს ბანაკში, რომლის მოქმედებები ყოველთვის არ ემთხვევა აშშ-ს ინტერესებს, მეორეს მხრივ, თურქეთის ქცევა სულაც არ არის პრორუსული და არ ემთხვევა მოსკოვის ინტერესებს. ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არ შემოიფარგლება მხოლოდ კავკასიით.

ეს მოიცავს სხვა რეგიონებსა და საკითხებს, მათ შორის შუა აღმოსავლეთს, ჩრდილოეთ აფრიკას, უკრაინას და ყირიმს. მოსკოვს ურჩევნია სელექტიური ტიპის  თანამშრომლობა ჰქონდეს ანკარასთან.

მარკედონოვი ხაზს უსვამს იმას, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს რუსეთმა თურქეთისაგან განსხვავებით, გადაწყვიტა წონასწორობა შეენარჩუნებინა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.

საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის თურქეთის პროგრამის დირექტორის   ნიგარ გოკსელის  თქმით, თურქეთი ითვალისწინებს რუსეთის გავლენას რეგიონში. ის დაჟინებით არ აღიარებს,  რომ  მთიანი ყარაბაღის ბოლოდროინდელ ომში თურქული მხარის აქტიურ მონაწილეობას იდეოლოგიური ან ეთნიკური საფუძველი ჰქონდა. მისივე თქმით, ანკარა ხელმძღვანელობდა საკუთარი ინტერესებით. იგი დიდი ხანია დაინტერესებულია სომხეთის გავლით სატრანსპორტო გზების გახსნით რუსეთში, აზერბაიჯანსა და შუა აზიაში. ერდოღანის მთავრობის მიერ წინა წლებში მიღებული პოლიტიკის  „მეზობლებთან, მათ შორის სომხეთთან,  ნულოვანი პრობლემება“  ჩაიშალის შემდეგ თურქეთმა გადაწყვიტა, რომ შეუძლებელი იქნებოდა გზების გახსნა აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის შვიდ რეგიონში დაბრუნების გარეშე. გარდა ამისა, მისი თქმით, აზერბაიჯანის მხარდაჭერით, ერდოღანი ატარებს საშინაო პოლიტიკურ მიზნებს, ასევე აჩვენებს თავის მოკავშირეებს, თუ რამდენად სარგებლიანი თურქეთთან თანამშრომლობა.

სომხეთ-თურქეთის დაახლოებასთან დაკავშირებით გოკსელი მიიჩნევს, რომ თურქეთის მიერ სომხეთთან საზღვრის დაკეტვა განპირობებული იყო ანკარის აზერბაიჯანისადმი ერთგულებით, მაგრამ ახლა, როდესაც შვიდი რეგიონის საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას, ანკარა შეიძლება დაინტერესდეს  თანამშრომლობით, მაგრამმხედველობაში ღებულობს სიტუაციის სისუსტეს, მოგვარების ნელ პროცესსა  და საზოგადოებრივ აზრს.

ანალიტიკოსმა ელდარ მამედოვმა ისაუბრა ირანის როლზე რეგიონში და ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ომის დაწყებამდე სტატუს ქვო ირანისთვის სასარგებლოა. სომხეთის მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რეგიონებზე კონტროლი ბაქოს დამოკიდებულს  ტოვებდა თეირანზე ნახჭევანთან და თურქეთთან სახმელეთო კავშირების გამო.  ანალიტიკოსის აზრით, ირანი არ მსაობს  დომინანტური როლის მისაღწევად  სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ შეშფოთებულია მისი გავლენის შესუსტების გამო  რეგიონში სხვა მოთამაშეთა, კერძოდ, თურქეთისა და ისრაელისროლის გააქტიურების გამო.  შემდგომი დაძაბულობის შემთხვევაში, მამედოვი მოელის ირანისაგან  უფრო მკაფიო პოლიტიკის გატარებას  სომხეთის მხარდასაჭრად, სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსის აღსადგენად. ირანი დაინტერესებულია ჩრდილოეთ საზღვრების უსაფრთხოებით, აზერბაიჯანული ნაციონალიზმის განეიტრალებით ქვეყნის ჩრდილოეთით, აგრეთვე ისრაელისა და თურქეთის ფაქტორებით, განსაკუთრებით რეგიონში გადასახლებული სუნიტი ჯიჰადისტების გავლენის  განეიტრალებით.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში შემცირდა ევროკავშირისა და აშშ-ს როლი სამხრეთ კავკასიაში.

ამავე დროს, რეგიონულმა ძალებმა დასავლეთი განიხილეს, როგორც მათი პოლიტიკის შემუშავების ძირითადი ფაქტორი.

ნახეთ მეტი
Back to top button