მთავარიპოლიტიკა

გაზეთი „ჰაიასტანი ჰანრაპეტუთიუნ“ (“სომხეთის რესპუბლიკა”): სომხეთის არმიაში მიმდინარე გარდაქმნებით ჩვენი მეზობლები შეშფოთებულნი არიან

”სომეხს ერთ ხელში უნდა ჰქონდეს წიგნი (ცოდნა), ხოლო მეორეში – იარაღი. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია შევინარჩუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითმყოფადობა. პირველი დაგვეხმარება განვვითარდეთ და დროს ფეხი ავუწყოთ მეორე კი უზრუნველყოფს ჩვენს ფიზიკურ უსაფრთხოებას. სხვა ვარიანტი არ გვაქვს, სანამ სხვადასხვა ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს ეჯახება ჩვენს რეგიონში.

თურქულ-აზერბაიჯანული შეურაცხმყოფელი რიტორიკა სცილდება ყოველგვარ საზღვრებს,  მაგრამ ორი რამ გასაგებია, თუ თურქი აკეთებს განცხადებებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან დაკავშირებით, მაშინ ისინი გამომდინარეობენ მისი გეგმებიდან, რასაც აუცილებლად მოჰყვება მკაფიო ქმედებები. ამ თვალსაზრისით, ჩვენ არ გვაქვს უფლება თურქული მესიჯები უგულველვყოთ. მეორეც, გასული წლის ომის შემდეგ სომხეთის არმიაში მიმდინარე გარდაქმნები  აშინებს ჩვენს მტრებს. ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც ამ ყველაფრისგან უნდა გამოვიტანოთ არის ის, რომ თითოეული სომეხი უნდა იყოს ჩართული ჯარის გაძლიერებაში.

გუშინ არცახის  რესპუბლიკის ეროვნულმა ასამბლეამ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ”არცახის რესპუბლიკის ტერიტორიები, რომლებიც ამჟამად  აზერბაიჯანის კონტროლს არიან დაქვემდებარებულები აზერბაიჯანის მიერ არის ოკუპირებული”,  ხოლო არცახის რესპუბლიკის მიმართ აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ აგრესიას და აღნიშნული ტერიტორიების ოკუპაციას არავიტარი ძალის გავლენა არ შეუძლია მოახდინოს მომავალი მოლაპარაკებებისას არცახის რესპუბლიკის საზღვრებისა და სტატუსის განსაზღვრის პროცესში“, –  წერს გაზეთი.

ნახეთ მეტი
Back to top button