მთავარიპოლიტიკა

რუსეთს აღელვებს სომხეთში შექმნილი სიტუაცია: მატვიენკო

რუსეთი სომხეთის ხელმძღვანელობას და ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, ხელი შეუწყონ სიტუაციის მშვიდობიან მოგვარებას ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად. ამის შესახებ RIA Novosti- ს ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ განუცხადა.

”ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ძალებს და სომხეთის ხელმძღვანელობას, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ქვეყანაში განვითარდეს მოვლენები მშვიდობიანი გზით ადგილობრივი კანონის შესაბამისად”, – თქვა მან.

მატვიენკომ აღნიშნა, რომ რუსეთი შეშფოთებულია სომხეთში შექმნილი ვითარებით და დაინტერესებულია მისი სწრაფი სტაბილიზაციით.

„სომხეთს  ჩვენთვის დახმარებისათვის არ მიუმართავს. ის რაც ხდება სომხეთის შიდაპოლიტიკური საქმეა”, – თქვა მატვიენკომ.

ნახეთ მეტი
Back to top button