მთავარიპოლიტიკა

საპარლამენტო ძალების თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ რიგგარეშე არჩევნებისთვის. ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თუ წინადადება მიიღება საპარლამენტო ძალების მიერ, მაშინ ისინი მზად არიან საპარლამენტო არჩევნებისთვის. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რესპუბლიკის მოედანზე მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.

”თუ საპარლამენტო ძალებმა მიიღეს ჩვენი წინადადება ვადამდელი არჩევნების შესახებ, ჩვენ თანახმა ვართ ჩავატაროთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ხალხს სურს სომხეთში ლეგიტიმური მთავრობის დამყარება თავისუფალი ნების გამოვლენით”, – აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ოპოზიციამ გამოიყენა ყველა შესაძლებლობა, ეჩვენებინა, რომ ხალხი მის გადადგომას ითხოვს. ”მათ ეს ვერ შეძლეს, მე მეორე შანსს ვაძლევ მათ, მე ვიწვევ მათ, მოდით ხალხის წინაშე წავრსდგეთ ახალი არჩევნებით, ვნახოთ ვის გადადგომას მოითხოვს ხალხი”, – აღნიშნა მან.

ფაშინიანმა დასძინა, რომ არჩევნების ჩატარების მზადყოფნას ერთი მიზანი აქვს: ”ჩვენ რამდენადაც არ უნდა მივიღოთ  მონაწილეობა ლოზუნგებით, გამოსვლებით, დაპირებებით, ჩვენ ამ არჩევნებში ჩვენს გამარჯვებას არ ვეძებთ, ჩვენ ვეძებთ თქვენს გამარჯვებას ამ არჩევნებში, რადგან თქვენ უნდა გაიმარჯვოთ”, – აღნიშნა პრემიერ- მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button