სომხეთის ატომური ელექტროსადგურის დახურვის შესახებ ჭორები ვრცელდება: ამჟამად მიმდინარეობს რეაქტორის უსაფრთხოების გაძლიერების სამუშაოები

სომხეთის ატომური ელექტროსადგურისა და რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ სპეციალისტები ემზადებიან ატომური რეაქტორის დამცავი შრის გასაძლიერებლად. ამის შესახებ ატომური ელექტროსადგურის დირექტორმა მოვსეს ვარდანიანმა „Sputnik სომხეთთან“ საუბრისას განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა ელექტროსადგურის კაპიტალური რემონტის გრძელვადიან პროექტზე, რომელიც დასრულების პროცესშია და უარყო ის ჭორები, თითქოს ატომური ელექტროსადგური უნდა დაიხუროს. სარემონტო სამუშაოების შემდეგ, ქარხანა იმუშავებს მინიმუმ 2026 წლის ბოლომდე, გაგრძელების პერსპექტივით.
2021 წელს განსაახლებელი სამუშაოები ძირითადად რეაქტორზე განხორციელდება. დაგეგმილია მისი დამცავი შრის მოწვაა (რაც რეაქტორს და ბირთვულ პროცესებს გარემოსაგან იზოლაციას უზრუნველყოფს). მომწვარი ლითონი გააძლიერებს რეაქტორის ბარიერს, რაც საშუალებას მისცემს მთელ სისტემას ექსპლოატაციაში იყოს იმაზე დიდხანს ვიდრე გათვალისწინებულია.
გარდა ამისა, დაგეგმილია რეაქტორის უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესება, გარდა ამისა იცატარდება წყლის გამაგრილებელი კოშკების მოდერნიზაციის სამუშაოები.
ქარხნის კაპიტალური რემონტის მთავარ კონტრაქტორად კვლავ „რუსატომსერვისი“ აწარმოებს, რომელიც „როსატომის“ შვილობილი კომპანიაა.