მთავარიპოლიტიკა

ძალაში შევიდა ევროკავშირი-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმება

ევროკავშირი-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმება ძალაში შევიდა 2021 წლის 1 მარტიდან. ხელშეკრულება რატიფიცირებულია სომხეთის რესპუბლიკის, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისა და ევროპარლამენტის მიერ. სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ეს შეთანხმება წარმოადგენს ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვან ეტაპს.

წყაროს თანახმად, ხელშეკრულების დებულებები მოიცავს ევროკავშირსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრს, მათ შორის დემოკრატიის განმტკიცებას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების პატივისცემას, მეტი სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნეს შესაძლებლობებს, კანონმდებლობის გაუმჯობესებას, უფრო სუფთა გარემოს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ისევე როგორც უკეთესი განათლების და კვლევის შესაძლებლობების უზრუნველყოფას. ამავე დროს, ორმხრივი დღის წესრიგი მოიცავს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში  ურთიერთობებს აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებთან.

ნახეთ მეტი
Back to top button