მთავარიპოლიტიკა

აივაზიან-ბორელის სატელეფონო საუბარში მნიშვნელობა მიენიჭა ეუთოს მჯ-ის ფარგლებში მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოგვარების საკითხების ადრესაციას

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებით უმაღლეს წარმომადგენელთან ჟოზეპ ბორელთან.

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთმანეთს მიულოცეს ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნების მხრივ სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციის პროცესის დასრულება. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ხელშეკრულების ძალაში შესვლა ახალ პერსპექტივებს უქმნის მრავალ სფეროში სომხეთის რესპუბლიკასა და ევროკავშირს შორის პარტნიორობას.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირთან და ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის, აგრეთვე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ღონისძიებების გრაფიკის შესახებ.

სატელეფონო საუბრის დროს ასევე დეტალურად განიხილეს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები. მხარეებმა  მოსაზრებები გაცვალეს არცახში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის და ამის გამო არცახელი სომხების წინაშე წარმოქმნილი გამოწვევების ადრესაციის საქმეში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის გარშემო.

მხარეებმა განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხების ადრესაცია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფარგლებში.

ნახეთ მეტი
Back to top button