მთავარიპოლიტიკა

გაზეთი „ჰაიასტანი ჰანრაპეტუთიუნ“ (“სომხეთის რესპუბლიკა”) – არცახი არ შეიძლება იყოს ბაქოს იურისდიქციაში

„დღეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ლაპარაკი არცახის თვითგამორკვევაზე არის დაბრუნება ომისკენ.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აზერბაიჯანი უკან ბრუნდება მინიმუმ 1988 წელში, კონფლიქტის საწყისი წერტილზე. ის უბრუნდება იმავე მიზეზებს რამაც გამოიწვია კონფლიქტი. უდავოა ჭეშმარიტებაა,  რომ არცახის  თვითგამორკვევის საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება კონფლიქტის განახლებისაკენ მიმავალი  პირდაპირი გზაა, რადგან ამ ქვეყანამ არაერთხელ უჩვენა, რომ არ არის მზად  თავის საზღვრებში იხილოს სხვა ერის წარმომადგენლები თავიანთი ეროვნული თავისებურებებით, კულტურითა  და ენით.  სომხეთის რესპუბლიკის პოზიცია არცახის  საკითხთან დაკავშირებით  ერთმნიშვნელოვანი და საერთაშორისო სამართლის მიღებულ ნორმებთან შესაბამისობაში იყო, რომელიც არასდროს შეცვლილა. გასულ კვირას სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა „RIA Novosti“- სთვის მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ გაიმეორა ორი სომხური სახელმწიფოს პოზიციის მთავარი თეზები არცახის შესახებ: არავითარ შემთხვევაში არცახი  არ შეიძლება იყოს აზერბაიჯანის იურისდიქციაში”.  

ნახეთ მეტი
Back to top button