მთავარისაზოგადოება

თუმო ჯავახეთში

,,Armradio.am” წერს, რომ თუმოს პროგრამა ხელმისაწვდომი გახდება ჯავახეთის მოზარდებისთვის. თუმოსა და სომხური დახმარების გაერთიანების ჯავახეთის ერთეულის თანამშრომლობის წყალობით, თუმოს საგანმანათლებლო პროგრამა მალე იმუშავებს საქართველოს ქალაქ ახალქალაქში.

ახალქალაქის ახალგაზრდებს მიეცემათ უფასო ინოვაციური განათლება და საჭირო ინვენტარი თვითგანათლების ადგილზე მიღების გზით, ხოლო კურსები და სემინარები ჩატარდება თუმო გიუმრიში. აქ იმუშავებს თუმოს სრული საგანმანათლებლო გამოცდილება. სტუდენტები გაეცნობიან 14 საგანმანათლებლო სფეროს, რობოტმშენებლობიდან  ანიმაციამდე.

ტრენინგის განმავლობაში მათთან იმუშავებენ თუმოს სპეციალისტები, რაც უზრუნველყოფს განათლების ისეთივე ხარისხს, როგორსაც ყველა ცენტრში. თუმოს პროგრამა ახალქალაქელი თინეიჯერებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სომხურ და ინგლისურ ენებზე. საწყის ეტაპზე სწავლაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება 160 მოზარდს.

უახლოეს კვირებში დასრულდება ტერიტორიის სარემონტო და ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოები, ხოლო რეგისტრაცია და პირველი გაკვეთილი დაიწყება აპრილში.

ნახეთ მეტი
Back to top button