მთავარიპოლიტიკა

სომეხი სამხედრო ტყვეების საკითხი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე

24-26 თებერვალს გაიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია. სომხეთის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები ეუთოს ასამბლეაში დღეს შეხვდნენ ჟურნალისტებს რათა შეაჯამონ სხდომის შედეგები.

სომხეთის დელეგაციის წევრებმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში განიხილეს არცახის  44 – დღიანი ომის შედეგები.  ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატი ჰაიკ კონჯორიანი ამბობს, რომ ტყვეების დაბრუნების საკითხი პრიორიტეტული იყო.

მისივე თქმით, მათ ყველა გამოსვლაში მთავარი იყო ტყვეთა საკითხი.  ”ჩვენ დავსვით საკითხი აზერბაიჯანის მიერ სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნების ხელოვნური შეფერხების, ტყვეთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების, დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ ხწაბერდის მიმართულებით განხორციელებული მორიგი სამხედრო აგრესიის ირგვლივ” – ამბობს ჰაკობ კონჯორიანი.

ასამბლეაში თურქეთ-აზერბაიჯანის დელეგატები განსაკუთრებით უკმაყოფილონი დარჩნენ  “ნათელი სომხეთის” ფრაქციის დეპუტატის ანი სამსონიანის გამოსვლით. მან შეახსენა, რომ აზერბაიჯანელები არ ასრულებენ 9 ნოემბრის სამმხრივ დოკუმენტში მითითებულ ვალდებულებებს.

დეპუტატმა ეუთოს ასამბლეაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა უნდა გაათავისუფლოს სომეხი სამხედრო ტყვეები. ”მე  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვილაპარაკე სამხედრო ტყვეებზე,  ხაზი გავუსვი, რომ აზერბაიჯანი არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მაგრამ მაშინაც კი, თუ ხელშეკრულებაში არ არის ნახსენები ტყვეები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ძირითადი დოკუმენტების თანახმად, აზერბაიჯანმა მაინც დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ჩვენი სამხედრო ტყვეები.  ”მე ხაზგასმით აღვნიშნე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, რომ აზერბაიჯანი იქცევა როგორც ტერორისტული ქვეყანა”, – განუცხადა ჟურნალისტებს  დეპუტატმა ანი სამსონიანმა.

არცახის  საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს, რადგან უარს ამბობს სომეხი სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამხედრო ტყვის სტატუსის მინიჭებაზე და მათი სამშობლოში დაბრუნებაზე. არცახის  საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი იყენებს ზემოხსენებულ პირებს, როგორც მძევლებს და იყენებს მათ თავისი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.  

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 26 თებერვალს უცხოელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ყველა სომეხი სამხედრო ტყვე დააბრუნა, დარჩენილნი არიან მხოლოდ დივერსანტები.  

ნახეთ მეტი
Back to top button