საზოგადოება

სომხეთი პირველ ჯერზე შეიძენს “Sputnik V” – ს: რამდენი ადამიანისათვის იქნება ის საკმარისი

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა, რომელსაც სომხეთი შეიძენს, იქნება “Sputnik V”. „ Sputnik სომხეთთან“ საუბრისას ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა , სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ გაიანე საჰაკიანმა.

„ამჟამად  ჩვენ რუსულ მხარესთან ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე ვართ. დიდი ალბათობით, ვაქცინის შემოტანა სომხეთში მომდევნო კვირას განხორციელდება. ”ჩვენ ვიღებთ 15 000 დოზას, რადგან ორი დოზა გვჭირდება, ამ ეტაპზე 7 500 ადამიანის ვაქცინაციას ვგეგმავთ”, – თქვა საჰაკიანმა.

მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე დაწყებულია. სომხეთმა საჩუქრად მიიღო ვაქცინა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროსაგან ჯერ 30, შემდეგ 1000 ადამიანისთვის (2060 დოზა). ვაქცინაცია ახლა კორონავირუსულ პაციენტებსა და სამედიცინო მუშაკებში დაიწყო.

საჰაკიანის თქმით, ვაქცინების ახალი ჯგუფით ვაქცინაციები გაგრძელდება მარტის შუა რიცხვებში, როგორც სამედიცინო მუშაკებში, ისე ქრონიკული დაავადებების მქონე 65 წელზე უფროსი ასაკის დაუცველ ჯგუფებში.

სამედიცინო დაწესებულებებში რეგისტრირებული ადამიანების მონაცემების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ სომხეთში დაახლოებით 600 000 ადამიანი დაუცველ ჯგუფშია. და თუ ისინი  შეძლებენ ვაქცინაცია  გაუკეთონ მათ  50%, საჰაკიანის აზრით, ეს სერიოზული მიღწევა იქნება.

გაიანე საჰაკიანი ირწმუნება, რომ ისინი ამჟამად აწარმოებენ პარალელურ მოლაპარაკებებს სახელმწიფოსთვის კიდევ ერთი ვაქცინის შესაძენად, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რომელი იქნება შემდეგი პარტია.

კითხვაზე, რას გააკეთებენ იმ შემთვევაში თუ ვაქცინაციის მსურველი არ მიეკუთვნება დაუცველ ჯგუფს, საჰაკიანმა უპასუხა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო შეკვეთის ფარგლებში აუცრის მხოლოდ დაუცველ ჯგუფებში მყოფს.

”სამინისტრო ვერ ახდენს გავლენას ვაქცინის მიმღებ  კერძო სექტორზე, ამასთან, ჩვენ ვამუშავებთ გამაადვილებელ მეგზურს რომელიც საშუალებას მისცემს კერძო სექტორს ჩაერთოს ვაქცინის შესყიდვის პროცესში, როგორც ეს მოხდა PCR ტესტების დროს. მაგრამ ამ შემთხვევაში ვაქცინაცია იქნება ფასიანი”, – თქვა საჰაკიანმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის 18 თებერვლის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ბრიფინგზე, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა განაცხადა, რომ პროფესიულმა კომისიამ სომხეთში დაამტკიცა “Sputnik V”, AstraZeneca და Pfizer ვაქცინების გამოყენება.

რაც შეეხება რუსულ “Sputnik V” ვაქცინს, ის უკვე შეყვანილია სერიულ წარმოების ეტაპში.

ექსპერტის მონაცემებით, ვაქცინა “Sputnik V”-ის  კლინიკური კვლევების მესამე ფაზამ აჩვენა 91,6% ეფექტურობა. 2021 წლის იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ “Sputnik V” – ით აცრილ გამალეიას ცენტრის თანამშრომლებს იმუნიტეტი უკვე 9 თვის განმავლობაში უნარჩუნდებათ.

ნახეთ მეტი
Back to top button