მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა საპარლამენტო პარტიები მოლაპარაკების მაგიდასთან მიიხმო: მომავალი ორი დღე გადამწყვეტი იქნება

ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე არჩევნები და საპარლამენტო სისტემაში საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანა, ეს არის ის დღის წესრიგი პოლიტიკურ სფეროში, რომელსაც გარკვეული დათქმით, მხარს უჭერს ყველა საპარლამენტო ძალა.

პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შეხვედრაზე მიიწვია ფრაქცია “ნათელი სომხეთის” ხელმძღვანელი ედმონ მარუქიანი. მარუქიანი ვარაუდობს, რომ შეხვედრა ხვალ გაიმართება, მაგრამ აღნიშნავს, რომ ფორმულირება “წინაპირობების გარეშე” ყველასთვის უნდა იყოს ხელსაყრელი.  ამის შესახებ დღეს დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ როცა მათ სთავაზობენ მემორანდუმის გაფორმებას ეს უკვე წინაპირობაა, ამიტომაც ოპოზიციასაც  თავისი წინაპირობა აქვს. მე მზად ვარ მრავალი კომპრომისისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან.  ამ შეხვედრაზე მივდივარ.  გაცნობებთ, თუ რა მოხდება შეხვედრის დროს. ეს ქვეყანა არჩევნების გარეშე არ დამშვიდდება, მაგრამ არჩევნებზე უფრო უწინ სხვა პრობლემებია, როგორიცაა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არმიის დაპირისპირება.

თავისი  კოლეგის ამ განცხადებას არ იზიარებს პარლამენტის ვიცე სპიკერი, ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“  წევრი ალენ სიმონიანი. როგორც ის ამბობს;  ”არ არსებობს მმართველი ხელისუფლებისა  და არმიის კონფლიქტი. პრობლემა მდგომარეობს არმიის ელიტის ერთ, ორ ან სამ წარმომადგენელთან. ეს განცხადება თავისთავად უკანონო განცხადება იყო. არმიას არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში, ამას კანონი კრძალავს. ზოგიერთი სამხედრო მოსამსახურე პოლიტიკას უნდა ჩამოშორდეს.

შიდაპოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, მთავრობა წელს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას რეალისტურად მიიჩნევს. გუშინ პრემიერ მინისტრმა არ გამორიცხა ეს ვარიანტი. „ამ ეტაპზე შევთანხმდით დავჯდეთ მაგიდის გარშემო და მოლაპარაკება დავიწყოთ”, – თქვა პარლამენტის ვიცე სპიკერმა.

 მესამე საპარლამენტო ძალის, “აყვავებული სომხეთის” წარმომადგენელს ნაირა ზოჰრაბიანს დათმობებზე ლაპარაკიც კი არ უნდა. ”მთავარია ვადამდელი არჩევნები, მაგრამ ეს ვადამდელი არჩევნები არ უნდა ჩაატაროს პირმა, რომელიც იყენებს მთლიან ადმინისტრაციულ რესურსებს.  მე საერთოდ არ ვთვლი გუშინდელ მიტინგს გამოწვევად”.

პარლამენტის ვიცე სპიკერი ალენ სიმონიანი ნაირა ზოჰრაბიანის ასეთ პოზიციას პრობლემად არ მიიჩნევს მოლაპარაკების დაწყებისათვის.  „დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ ეტაპზე ნაირა ზოჰრაბიანი სრულად წარმოადგენს პარტია „აყვავებულ სომხეთს“, ყველამ კარგად იცით, რომ იქ ერთი ადამიანი “განკარგავს”.  პოლიტიკური პროცესი უნდა გადაწყდეს არჩევნების გზით. სომხეთში სხვა  ვარიანტი გამორიცხულია”.

პოლიტიკური დისკუსიების დაწყებამდე არავინ ჩქარობს იმის გასარკვევად, თუ რა დათმობებზე არიან  მზად  დაძაბულობის განსამუხტავად. ამას იმით ასაბუთებენ,  რომ ასეთი მოლაპარაკებების  დროს ისინი თავიდან აიცილებენ შესაძლო ვაჭრობას.

კონსტიტუციაში შესწორების საკითხი დღის წესრიგში დგება. ამ კონცეფციის გამოსაქვეყნებლად ვიცეპრემიერმა მიიჩნია ოქტომბრის თვე. არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტმა შეცვალოს დებულებები, რომელთათვისაც რეფერენდუმი არ არის სავალდებულო. ამ დროისთვის მთავრობა საუბრობს მმართველობის საპარლამენტო სისტემის შეცვლის შესაძლებლობაზე და ეს ცვლილება მხოლოდ რეფერენდუმის საშუალებით არის შესაძლებელი.

ნახეთ მეტი
Back to top button