
,,Armradio.am” -ის ინფორმაციით, ”ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სომხეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს”, – აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ ფრაისმა.
”ჩვენ ყველა მხარეს მოვუწოდებთ გამოიჩინონ თავშეკავება და მოერიდონ ნებისმიერი ფორმის აგრესიას და ძალადობას. ჩვენ სომეხ პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ თავიანთი უთანხმოებები გადაწყვიტონ მშვიდობიანად, პატივი სცენ კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პროცესებს”, – დასძინა მან.
”შეერთებული შტატები მუდმივად უჭერდა მხარს სომხეთში კანონის უზენაესობის ინსტიტუტებისა და დემოკრატიული პროცესების განვითარებას. ჩვენ გავაგრძელებთ სომხეთში დემოკრატიისა და მისი სუვერენიტეტის მხარდაჭერას”, – აღნიშნა ფრაისმა.