ეკონომიკამთავარი

ერევანი მოსკოვთან ერთად განიხილავს არცახში გამგზავრების სურვილის მქონე უცხოელთა საკითხს

სომხეთი რუსეთთან ერთად განიხილავს უცხოელთათვის ახალი სავიზო რეჟიმის ორგანიზებას არცახის ტერიტორიაზე. ამის შესახებ RIA Novosti- სთან ინტერვიუში განაცხადა დიასპორის საკითხებში მთავარმა კომისარმა ზარეჰ სინანიანმა.

სინანიანმა აღნიშნა, რომ მან ეს საკითხი განიხილა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოსთან შეხვედრაზე.

”ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ რუსეთის ან სომხეთის მოქალაქეობა, ამის პრობლემა აქვთ. ჩვენ გვყავს უზარმაზარი დიასპორა. ისინი შეჩვეული არიან  ზაფხულში სომხეთში ჩამოსვლას, მათ მოსწონთ არცახის მონახულება. ამ ზაფხულს შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც ბევრს ენდომება არცახში წასვლა, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ ამ რეჟიმის გამო”, – აღნიშნა სინანიანმა.

მისივე თქმით, საუბარია იმ რეგიონებზე, რომლებიც სომხური მხარის და რუსი სამშვიდობოების კონტროლს ექვემდებარება.

”ახალი წესი შემდეგია – განაცხადი უნდა წარედგინოს სომხეთში არცახის წარმომადგენლობაში მისვლამდე შვიდი დღით ადრე, შემდეგ სია გადაეცემა რუს სამშვიდობოებს და შემდეგ გადაწყდება, თუ ვინ შეიძლება ჩამოვიდეს და ვინ არა”, – განმარტა სინანიანმა.

მან დასძინა, რომ 2019 წელს, ეპიდემიის დაწყებამდე, სხვადასხვა მონაცემებით, არცახს ეწვია 30-50 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე.

”ახლა განაცხადები ჯერ ცოტაა, რადგან ეპიდემია ჯერ კიდევ არსებობს და ტურისტული სეზონი არ დაწყებულა. მაგრამ არსებობენ ხალხი, ვისაც სურს წასვლა. ჩვენ გვაქვს იმ ორგანიზაციების და პირთა სია, რომლებსაც შესვლაზე უარი ეთქვა”, – აღნიშნა სინანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button