გუშინ საფრანგეთისა და თურქეთის პრეზიდენტების, მაკრონისა და ერდოღანის ვიდეო კონფერენცია გაიმართა. „როგორც ნატოს ორი ძლიერი მოკავშირე, ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და მშვიდობაში, უკიდეგანო სივრცეში, რომელიც გადაჭიმულია ევროპიდან კავკასიამდე, შუა აღმოსავლეთიდან აფრიკამდე”, – თქვა ერდოღანმა
მაკრონთან საუბრის შემდეგ, ერდოერდოღანმა თქვა, რომ მხარეები წელს აღნიშნავენ ანკარის შეთანხმების 100 წლისთავს. ამ ხელშეკრულებით შეჩერდა თურქეთ-საფრანგეთის ბოლო ომი. ერდოღანის თანახმად, დოკუმენტი კვლავ წარმოადგენს პარიზ-ანკარის ურთიერთობის საფუძველს, მხარეებს კვლავ აქვთ “თანამშრომლობის სერიოზული პოტენციალი”.
ანკარის ხელშეკრულება ხელი მოეწერა 1921 წლის 20 ოქტომბერს საფრანგეთსა და თურქეთს შორის. ხელშეკრულების თანახმად, თურქეთსა და სირიას შორის დამყარდა ახალი საზღვარი. ანკარის ხელშეკრულების თანახმად, საფრანგეთმა უზარმაზარი ტერიტორიები დაუთმო თურქეთს. ამ ხელშეკრულებამ შეცვალა 1920 წელს სევრის ხელშეკრულებით დამტკიცებული თურქეთ-სირიის საზღვრები თურქეთის სასარგებლოდ, მას დაუთმეს ძველი სომხეთის ტერიტორიები: ადანა, ოსმანიენი, მარაში, აინთაპი, ქილისი, ურფა, მარდინი, ნუსაიბინი და ჯიზრი. ხოლო 1938 წელს საფრანგეთმა თურქეთს დაუთმო სომხებით დასახლებული აღექსანდრეკი.
მაკრონის ამჟამინდელი პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით ჯერ გაურკვეველია. მოითხოვს მაკრონი, რომ ანკარის და სხვა შეთანხმებები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა თურქეთის ამჟამინდელი საზღვრები, ძალადაკარგულად გამოცხადდეს? რას გააკეთებს საფრანგეთი ამჯერად?
თურქეთის საზღვრების განმსაზღვრელი შეთანხმებების ასი წლი სრულდება. ამ ხელშეკრულებებს შორისაა მოსკოვ-ყარსის ხელშეკრულებები რუსეთთან, რომლითაც რუსეთმა ყარს-არდაჰანი, არარატი და ნახიჩევანი გადასცა თურქეთსა და ბაქოს. ყარაბაღის 2020 წლის ომი 1921 წელში სომხური სუბიექტის განეიტრალებისა და დაყოფის გაგრძელებას წარმოადგენს.