საზოგადოება

ოქტომბრის პირველი კვირა სომხეთში აღინიშნება, როგორც ეროვნული უმცირესობების დღე

მეორე მოსმენით, სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატის რუსტამ ბაკოიანის პროექტი, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უმცირესობების დღის აღნიშვნას ითვალისწინებს.

როგორც “არმენპრესი” იტყობინება, პარლამენტის სხდომაზე “დასვენების და ხსენების დღეების შესახებ” სომხეთის კანონში დამატების შეტანის  კანონპროექტმა 115 ხმა მიიღო.

პროექტის ავტორს წინადადება ჰქონდა სექტემბრის ბოლო შაბათი აღენიშნათ, როგორც ეროვნული უმცირესობის დღე. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 7 წელიწადში ერთხელ ეს დღე შეიძლება იყოს 27 სექტემბერი, აზერბაიჯანის მიერ არცახის წინააღმდეგ დაწყებული ომის პირველი დღე, ბაკოიანმა შემოგვთავაზა ოქტომბრის პირველი კვირა  იქნას განსაზღვრული ეროვნული უმცირესობების დღედ.

ნახეთ მეტი
Back to top button