მთავარიპოლიტიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს აზერბაიჯანის მიერ სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხის პოლიტიზირებას

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს აზერბაიჯანის მიერ სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხის პოლიტიზირებას. ამის შესახებ ეროვნული კრების სხდომაზე განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა, დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას.

მისი თქმით, ეს საკითხი სომხური მხარისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

”მიუღებელია ამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხის პოლიტიზირება, რასაც საერთაშორისო საზოგადოების სხვადასხვა მონაწილეებიც ადასტურებენ. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე ზრდიან საერთაშორისო ზეწოლას აზერბაიჯანზე ამ საკითხთან დაკავშირებით”, – აღნიშნა აივაზიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ბაქოსთვის ეს საკითხი მართლაც პრობლემატური ხდება.

ნახეთ მეტი
Back to top button