მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანი. სომხეთის მთავრობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხში ოპოზიციასთან კონსენსუსის მიღწევას იმედოვნებს

სომხეთის მთავრობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხში ოპოზიციასთან კონსენსუსის მიღწევას იმედოვნებს. ამის შესახებ ეროვნული კრების სხდომაზე განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დამოუკიდებელი დეპუტატის არმან ბაბაჯანიანის კითხვაზე პასუხის გაცემისას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო ერთადერთი კითხვა, რომელზეც ფაშინიანმა უპასუხა.

მისი თქმით, ისინი არჩევნებს საზოგადოებრივი სოლიდარობის აღდგენის საშუალებად მიიჩნევენ.

”არჩევნები არის ამ საკითხის გადაჭრის  და ხალხის ნების გამოვლენის მექანიზმი. საკუთარი აზრი შეუძლიათ გამოთქვან არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც დრო აქვთ მონაწილეობა მიიღონ მთავრობის ან ოპოზიციის მიტინგებში, არამედ ყველას”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის მთავრობამ, უნდა უზრუნველყონ არჩევნების თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ჩატარება.

უახლოეს დღეებში ფაშინიანი გეგმავს შეხვდეს ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ნახეთ მეტი
Back to top button