
სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სომხეთის ოფისის ხელმძღვანელი დიმიტრი გვინდაძე. ამის შესახებ “არმენპრესს” სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.
დიმიტრი გვინდაძემ მინისტრს წარუდგინა ერგბ-ს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ეკონომიკის ის სფეროები, სადაც ბოლო წლებში სომხეთში განხორციელდა ბანკის პროგრამები.
მინისტრმა წარმოადგინა სომხეთის მთავრობის მოკლევადიანი და საშუალოვადიანი პრიორიტეტები ეკონომიკურ სფეროში და აღნიშნა, რომ სომხეთის ეკონომიკის მოდერნიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, ასევე ის მიმართულებები და სფეროები, სადაც თანამშრომლობა შეიძლება.
მათ გაცვალეს მოსაზრებები სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის კორპორატიული მართვის, კაპიტალის ბაზრის განვითარების აუცილებლობის, ფინანსებზე წვდომის, სარისკო ფონდების და სხვა მრავალი საკითხების შესახებ.
შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივად განხორციელებული პროგრამების მიმდინარეობა და თანამშრომლობის სხვა პერსპექტიული მიმართულებები. კერძოდ, საუბარი შეეხო მწვანე ეკონომიკის ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში ერთობლივი პროგრამების განხორციელებას, მათ შორის ენერგეტიკის, წყალსაცავების მშენებლობას, გზის მშენებლობის, ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ამჟამად მუშაობს საზოგადოებრივი ინვესტიციების ჩარჩოებში ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელებაზე, სამრეწველო პარკების შექმნაზე, წყლისსფეროს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე.