მთავარიპოლიტიკა

ვაჰან ქერობიანმა მიიღო მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის დელეგაცია სამხრეთ კავკასიაში

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა მიიღო მსოფლიო ბანკის დელეგაცია სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორის სებასტიან მოლინეუსის ხელმძღვანელობით. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

ეკონომიკის მინისტრმა მოკლედ წარმოადგინა სომხეთის ეკონომიკის მიმდინარე მოვლენები, მთავრობის მიერ მიღებული პრიორიტეტები, რომლის ფარგლებშიც სრულდება სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი ეკონომიკური პოლიტიკა.

მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით   სახელმწიფო ინვესტიციების მართვის, საჯარო და კერძო პარტნიორობის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში პროგრამების მიმდინარეობა.

სებასტიან მოლინეუსის მიერ შემოთავავაზებული იქნენ ის სფეროები, საკანონმდებლო რეგულაციები, მიმართულებები ან პროგრამები, სადაც მსოფლიო ბანკს შეუძლია დახმარება გაუწიოს სომხეთს.

შეხვედრის ბოლოს ორივე მხარე შეთანხმდა, რომ გაგრძელდება დისკუსიები  ახალი ერთობლივი თანამშრომლობის პროგრამების განხორციელების მიზნით.

ნახეთ მეტი
Back to top button