მთავარიპოლიტიკა

თურქეთი და აზერბაიჯანი რეგულარულად განახორციელებენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს

თურქეთში თურქეთ-აზერბაიჯანის რეგულარული სამხედრო წვრთნები ჩატარდება. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ტვიტერის გვერდის თანახმად, სარდლობის სავარჯიშო სწავლებები გაიმართება ისფართას პროვინციაში.

აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის ნაწილები უკვე ჩავიდნენ თურქეთში. სწავლებები გაგრძელდება 6 კვირის განმავლობაში.

”ჩვენ ვაგრძელებთ აზერბაიჯანთან თანამშრომლობას ,,ერთი ერი, ორი სახელმწიფოს“ პრინციპით”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში ყარსის პროვინციაში ჩატარდა თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები.

ნახეთ მეტი
Back to top button