მთავარიპოლიტიკა

მოსკოვს მიაჩნია, რომ ტყვეთა გაცვლის საუკეთესო ფორმულაა „ყველა – ყველაზე“: ზახაროვა

სამხედრო ტყვეების შემთხვევაში, მოსკოვი გამომდინარეობს იქიდან, რომ გაცვლის ოპტიმალური ფორმულაა „ყველა – ყველაზე“.  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

კითხვაზე, აქვს თუ არა რუსეთს მონაცემები აზერბაიჯანში სომეხი ტყვეების რაოდენობის შესახებ, მან აღნიშნა. ”მხარეთა პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია. მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ციფრები, რომლებსაც ეყრდნობა ოფიციალური ერევანი, მუდმივად იცვლება. სხვა ინფორმაცია მიიღება ბაქოდან“.

”ამ მნიშვნელოვანი განსხვავებებდან გამომდინარე კარგი იქნებოდა ამ კითხვით პირდაპირ მხარეებისათვის მიგემართათ“,- თქვა ზახაროვამ.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, რუსი სამშვიდობოების შუამავლობით, სულ 79 ადამიანი დაუბრუნდა – 63 სომხეთის მხრეს, 16 აზერბაიჯანის მხარეს. „ ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ მოსკოვის პოზიცია ამ მხრივ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გაცვლის საუკეთესო ფორმა  „ყველა – ყველაზე“.  ჩვენ გვჯერა, რომ ამ საკითხის სწრაფი გადაწყვეტა საშუალებას მისცემს მხარეებს გადასალონ ურთიერთობის ტრაგიკული გვერდი და ყურადღება გაამახვილონ პოზიტიური დღის წესრიგის განვითარებაზე. მათ შორის ეკონომიკურ სფეროში“.

ნახეთ მეტი
Back to top button