პენტაგონის ხელმძღვანელმა დაადასტურა აშშ-ს მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში
პენტაგონის ხელმძღვანელმა დაადასტურა აშშ-ს მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში “რუსული აგრესიისა და მავნე გავლენის” წინააღმდეგ. თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინსა და მის ქართველ კოლეგას ჯუანშერ ბურჭულაძეს შორის სატელეფონო საუბრის დროს, ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა “საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”.
მხარეებმა აღნიშნეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ხანგრძლივობა და სიძლიერე, საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე დაყრდნობით. ოსტინმა მადლობა გადაუხადა მინისტრ ბურჭულაძეს საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისათვის ,,მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ და ავღანეთში ქართული ჯარის მიერ გაღებული მსხვერპლისთვის.
ბურჭულაძემ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და რეფორმირების საქმეში მხარდაჭერის საქმეში და ხაზი გაუსვა “იმ საფრთხეს, რომელიც რუსეთს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას”.