მთავარიპოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ვაღარშაკ ჰარუთიუნიანი შეხვდა სომხეთისა და რფ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურობას

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ვაღარშაკ ჰარუთიუნიანი შეხვდა სომხეთისა და რუსეთის  შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურობას და სომხეთის გენერალური შტაბის რადიო-ელექტრონული საბრძოლო ჯარების დეპარტამენტის სამეთაურო შემადგენლობას.  ინფორმაციას გვაწვდის სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

„გაერთიანებული ჯარების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ტიგრან ფარვანიანმა, გენერალური შტაბის რადიო-ელექტრონული საბრძოლო ჯარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა არტურ კუმელოვმა თავდაცვის მინისტრს  წარუდგინეს ქვედანაყოფების ფუნქციები, მიმდინარე ამოცანები და ამ სასწავლო წელში დაგეგმილი ღონისძიებები”, – ნათქვამია ცნობაში.

აღნიშნულია, რომ ვაღარშაკ ჰარუთიანიანმა სათანადო მითითებები მისცა სამეთაურო შტაბს.

ნახეთ მეტი
Back to top button