მთავარიპოლიტიკა

ყოველდღიური გაზეთი “სომხეთის რესპუბლიკა”. გაუღებს ნატო კარს უკრაინასა და საქართველოს?

”ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუგის ევროპულ კოლეჯში გუშინ გამოსვლისას, განაცხადა, რომ ყირიმი არ გახდებოდა რუსეთის ნაწილი,  უკრაინა ალიანსის წევრი რომ ყოფილიყო 2014 წელს, რადგან იგი შეასრულებდა თავის მოკავშირე ვალდებულებას, დაიცვან ერთმანეთი. რაც შეეხება უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსის კარი ღიაა.

უნდა აღინიშნოს, რომ ნატოს მხრივ მუშაობას  ახორციელებს თურქეთი. კერძოდ, თურქეთის დელეგაცია პარლამენტის სპიკერის მუსტაფა შენტოპის ხელმძღვანელობით დღეს ორდღიანი ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. პოლიტიკურ დონეზე ასევე მიმდინარეობს აქტიური შეხვედრები საქართველოსა და თურქეთს შორის. თურქეთის ხელმძღვანელობით ჩატარებული პოლიტიკური შეხვედრების სერია ცხადყოფს, რომ მცდელობაა მოხდეს ნიადაგის მომზადება შესაფერის დროს რუსეთისთვის სიტუაციის გამწვავებისთვის. ეს ყველაფერი იმდენად არის ერთმანეთში გადაჯაჭვული, რომ სხვა ცხელი წერტილების გააქტიურებამ შეიძლება თურქეთი და აზერბაიჯანი ახალი ავანტიურისკენ წაიყვანოს. მით უმეტეს, გუშინ ცნობილი გახდა, რომ თურქეთ-აზერბაიჯანის სპეციალური ძალების 6-კვირიანი სწავლება ჩატარდება თურქეთის ქალაქ სპარტაში”.

ნახეთ მეტი
Back to top button