შუშიში აზერბაიჯანელმა ვანდალებმა შეურაცხყვეს ჰოვჰანნეს თევოსიანის ბიუსტი. ვიდეო

შუშში, აზერბაიჯანელმა ვანდალებმა შეურაცხყვეს სსრკ პოლიტიკოსის, სოციალური შრომის გმირის ჰოვანეს (ივან) თევატროსის ძე (ფეოდოროვიჩ) თევოსიანის ბიუსტი.
ვანდალიზმის ამსახველი ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელებში და ტელეგრამ არხში.
ვიდეოში ჩანს, აზერბაიჯანელი ვანდალები როგორ აგდებენ მიწაზე თოკზე მიბმულ ბიუსტს, შემდეგ კი მას წიხლებს ურტყამენ და ამ ყველაფერს სიამოვნებით უღებენ ვიდეოს.
ჰოვანეს თევოსიანი დაიბადა 1902 წლის 4 იანვარს, მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშიში.
1927 წ. დაამთავრა მოსკოვის სამთო აკადემია. 1927-1936 წწ მას ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები ეროვნული ეკონომიკის სფეროში. 1936-1939 წწ ის იყო სსრკ თავდაცვის ინდუსტრიის სახალხო კომიტეტის პირველი მოადგილე .1939 წლიდან მუშაობდა გემთმშენებლობის ინდუსტრიის სახალხო კომიტეტში. 1948-1950წწ იგი იყო მეტალურგიული მრეწველობის მინისტრი.
1956 წლიდან – სსრკ ელჩი იაპონიაში. 1937-1958 – სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
მას მიენიჭა სოციალური შრომის გმირის წოდება. იგი დაჯილდოვდა ლენინის, შრომის წითელი დროშის ორდენით.