მთავარიპოლიტიკა

ბადასიანმა გაეროს დანაშაულის პრევენციის კონგრესს წარუდგინა ტყვეთა საკითხი

5 – დან 11 მარტამდე სომხეთის იუსტიციის მინისტრი რუსტამ ბადასიანი იაპონიის ქალაქ კიოტოში მონაწილეობს გაეროს დანაშაულებათა პრევენციის მე –14 კონგრესში. ინფორმაციას ავრცელებს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური.

კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, სომხეთის იუსტიციის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია თურქეთ-აზერბაიჯანის აგრესიას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 2020 წლის სექტემბერში. გავრცელებული ინფორმაციით, ბადასიანმა განსაკუთრებით ისაუბრა კაცობრიობის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულებებზე, აგრეთვე აზერბაიჯანის მხრივ ,,სამხედრო ტყვეების მოპყრობის შესახებ“ ჟენევის კონვენციის უხეშად დარღვევის მცდელობებზე, სომეხი სამხედრო ტყვეების და სხვა მძევლების, მათ შორის ქალების დაბრუნებაზე უარის თქმაზე.

მინისტრი ბადასიანი განსაკუთრებით შეეხო სიძულვილის ენის პრობლემებს და აღნიშნა, რომ ეს საკითხი აქტუალურია სომხეთისთვის, რადგან მისი ეთნიკური, რელიგიური და კულტურული იდენტურობის შეუწყნარებლობის გამო სომეხი ხალხი მთელი ისტორიის განმავლობაში დისკრიმინაციის, დევნის, სიძულვილის დანაშაულების და გენოციდის მსხვერპლი გახდა. ”ამ კონტექსტში, სომხეთის დელეგაციამ წამოიწყო ინიციატივა კიოტოს დეკლარაციაში სიძულვილის დანაშაულის შესახებ ცალკე პუნქტის  შეტანის თაობაზე”, – აღნიშნა რუსტამ ბადასიანმა.

ბადასიანმა ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანის ანტისომხურმა პოლიტიკამ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მოქმედებდა, თავისი ყველაზე არაადამიანური გამოხატულება ჰპოვა ბოლოდროინდელი აგრესიის დროს არცახის ხალხის წინააღმდეგ, რასაც თან ახლდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. ასეთი დანაშაულების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სომხური კულტურული მემკვიდრეობის სამიზნედ გამოყენება და განადგურება, აგრეთვე აკრძალული ფოსფორის იარაღის გამოყენება, მათ შორის ტყეებში თავშეფარებული და იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ, რამაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა კაცობრიობას და გარემოს”,- აღნიშნა რუსტამ ბადასიანმა.

მან აღნიშნა, რომ თურქეთის მიერ უცხოელი ტერორისტების დაკომპლექტება, მათი შემდგომი განთავსება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რიგებში არცახის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებისთვის, არის კიდევ ერთი მძიმე დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს აზერბაიჯანმა და თურქეთმა ყველა საერთაშორისო ნორმის უხეში დარღვევით. ”შესაბამისი წყაროებიდან მიღებული მრავალი მტკიცებულება აჩვენებს, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი მხარს უჭერს და ხელს უწყობს ტერორისტული საფრთხის გაზრდას და გავრცელებას ჩვენს რეგიონში. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა შეუერთდეს ძალისხმევას ამ საფრთხის წინააღმდეგ და ამ დანაშაულის მომხრეთა და ჩამდენთა პასუხისგებაში მისაცემად”, – აღნიშნა რუსტამ ბადასიანმა და მიესალმა კიოტოს დეკლარაციას, რომელიც ეხება ტერორიზმის დანაშაულის ფაქტს.

მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, შეუერთდნენ სომხეთის მცდელობებს რეგიონში საფრთხის დაძლევისა და ამ დანაშაულის ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემისათვის.

ნახეთ მეტი
Back to top button