
სომხეთის პირველმა პრეზიდენტმა, სომხური ეროვნული კონგრესის ლიდერმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა iLur.am ვებსაიტზე “ლევონ ტერ-პეტროსიანი. ჩანაწერები მომენტის კარნახით” სახელწოდებით პუბლიკაციაში აღნიშნა, რომ მას კარგად ესმის სამხედრო ძალების უმაღლესი სარდლობის აღშფოთება და ჯარის პოზიცია.
”მე კარგად მესმის სამხედრო ძალების უმაღლესი სარდლობის აღშფოთება და არმიის პოზიცია ჩაერიოს მისი კომპეტენციის მიღმა არსებულ პოლიტიკურ პროცესებში, რომლის მიზეზი სხვა არაფერი იყო, თუ არა პრემიერ-მინისტრის უყურადღებო მცდელობა დაედანაშაულებინა არმია მისი დამამცირებელი მარცხის გამო”, – აღნიშნა პირველმა პრეზიდენტმა.
ტერ-პეტროსიანი მიესალმება “სამხედროების თავშეკავებულ საქციელს – ზოგიერთი ძალის მიერ არაკონსტიტუციური ქმედებებისკენ მოწოდებასა და წაქეზებების საპასუხოდ”. სომხური ეროვნული კონგრესის ლიდერმა ასეთი საქციელი შეაფასა, როგორც არმიის ხელმძღვანელობის სახელმწიფოებრივი მენტალიტეტის სამაგალითო გამოვლინება და ქვეყნის დამანგრეველი დარტყმებისგან თავის შეკავების პატიოსანი ძალისხმევა, რაც ჩვენი მთელი ერის გულწრფელ მადლიერებას იმსახურებს”.
”ამავდროულად, მე უზომოდ საშიშ და განსასჯელად მიმაჩნია ზოგიერთი პოლიტიკოსის უპასუხისმგებლო განცხადებები – სამხედრო გადატრიალების წარმოდგენა, როგორც სახელმწიფოს განკურნების პოზიტიური გზა, ზოგიერთ ქვეყანაში წარმატებული მაგალითების მოყვანის (სამხრეთ კორეა, ეგვიპტე) დასაბუთებით. რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი მაგალითები, მაგრამ ათჯერ მეტია შემთხვევა, როდესაც გადატრიალება პერიოდულად იქცა და ფაქტიურად გამოიწვია სახელმწიფოს განადგურება და ხალხთა ტანჯვა (ავღანეთი, სუდანი, ნიკარაგუა, ჰაიტი, დომინიკის რესპუბლიკა, ლიბია, სომალი, იემენი, ერაყი, სირია, ლიბანი, ნიკარაგუა და ა.შ.)”, – ხაზგასნით აღნიშნა ლევონ ტერ-პეტროსიანმა.
სომხეთის პირველმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა სომეხის ვალია, მხოლოდ ამ ცნობიერებით იხელმძღვანელოს, ყველაფერი გააკეთოს, რომ სომხეთმა არ შეავსოს ხსენებული სახელმწიფოების სია.