მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის სიტყვები ეს სომხებისადმი სიძულვილის გამოხატულებაა: სომხეთის ომბუდსმენის ახალი მტკიცებულებები

ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან თათოიანმა გამოაქვეყნა ახალი მტკიცებულებები სადაც  ნაჩვენებია აზერბაიჯანის პრეზიდენტის  სომხებისადმი სიძულვლით გამსჭვალული გამოსვლა.

”ეს არის ნაწყვეტები აზერბაიჯანის პრეზიდენტის პარტია  „ახალი აზერბაიჯანის ” 2021 წლის მე-7 ყრილობაზე გამოსვლიდან.  ამ გამოსვლისას მარტივად უნდა დაისვას კითხვა: სინამდვილეში ვინ  ლაპარაკობს ფაშიზმის ენაზე და როგორ უნდა წარიმართოს მშვიდობიანი თანაარსებობა იმ  პირობებში, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ამაყად ხაზს უსვამს, რომ მთელი თაობა გაჟღენთილია სიძულვილით სომხეთისა და მისი ხალხის მიმართ.

”ახალგაზრდა თაობა გაიზარდა მტრის მიმართ სიძულვილის გრძნობით. სწორედ იმ ახალგაზრდა თაობამ გაათავისუფლა ჩვენი მიწები ოკუპანტებისგან.”

”ახლა სომხეთი იზოლირებულ მდგომარეობაშია და ჩვენ ძალიან ეფექტური მეგობრული, თბილი ურთიერთობები დავამყარეთ მეზობლებთან და ეს ასევე იყო მომზადება. ღიად მინდა ვთქვა, რომ ამ სფეროში რომ არ გვემუშავა, შესაძლებელია სირთულეები წარმოშობილიყვნენ  ყარაბაღის მეორე ომში. სომხეთი იზოლირებული იქნა,  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ იზოლირება გავუკეთეთ ყველა მათ რეგიონულ პროექტს, ნავთობისა და გაზის პროექტებს, გავაფუჭეთ მათი ეკონომიკა, ამაყად შეგვიძლია ვთქვათ ამის შესახებ. ნებისმიერ დამოუკიდებელ ეკონომიკურ ექსპერტს შეუძლია თქვას, რომ ჩვენ ვართ მთავარი ფაქტორი. ჩვენ სომხეთი გგადავაქციეთ გაურკვეველ, არასტაბილურ ქვეყნად, რომელსაც მომავალი არ აქვს. იქ გაჩნდა დემოგრაფიული პრობლემები, რამაც გამოიწვია ეკონომიკური ბაზრის შეზღუდვა.”

„ახლა სომხეთი ცდილობს ხელი შეუშალოს ზანგეზურის დერეფნის გახსნას, მაგრამ ისინი ვერ მიაღწევენ წარმატებას. ჩვენ მივაღწევთ ყველა ჩვენს მიზანს, რადგან განვდევნეთ ისინი ჩვენი მიწებიდან”, – ამბობს ალიევი.

ნახეთ მეტი
Back to top button