მთავარიპოლიტიკა

რას ამზადებს აშშ? რუსეთი და თურქეთი ჩქარობენ სომხეთის წინააღმდეგ ტერორისტული ომის შედეგების განმტკიცების მიმართულებით

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბობ მენენდესმა, პრეზიდენტ ბაიდენს მოუწოდა შეუერთდეს კონგრესს სომხეთის გენოციდის აღიარებაში, აგრეთვე იმუშაოს აზერბაიჯანში სომეხი ტყვეების განთავისუფლებაზე. კონგრესმენი ფრენკ ფალონე იგივე სიტყვებით მიმართავს პრეზიდენტს. ამ კვირაში კონგრესის სომხური ჯგუფი განიხილავს რეზოლუციას სომეხი ტყვეების შესახებ.

ბაიდენის ადმინისტრაციას ჯერ არ გამოუთქვამს თავისი პოზიცია ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით. უყურებს თუ არა ვაშინგტონი ყარაბაღის საკითხს შუა აღმოსავლეთში უფრო ფართო პროცესების კონტექსტში და რა როლს შეასრულებს სომხეთი ვაშინგტონის მიხედვით?

ცოტა ხნის წინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაურეკა ნიკოლ ფაშინიანს. მათ ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე. უფრო მეტიც, ჯერჯერობით არც აშშ-ს პრეზიდენტს და არც სახელმწიფო მდივანს არ უსაუბრია  აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებტან.

შეერთებულმა შტატებმა დაბლოკა 30 თურქული წარმოების შეტევითი ვერტმფრენის ATAK -ის მიწოდება პაკისტანისათვის, „ალბათ ახლა ჩინეთი გაიმარჯვებს ტენდერში”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის სპიკერმა იბრაჰიმ კალენმა. შეთანხმების განხორციელება გადაიდო მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა თურქეთში S-400 ძრავების ექსპორტის ლიცენზიის მინიჭებაზე. როდესაც სახელმწიფო აწესებს მაქსიმალისტურ მიდგომას, ანუ “ან გააკეთე როგორც გვსურს, ან არანაირად”, ამას  საპირისპირო შედეგი გამოაქვს. S-400 –  ის შესახებ გადაწყვეტილება წამებში არ ყოფილა მიღებული, ისინი არ შეიტანეს ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებში”, – თქვა თურქეთის პრეზიდენტის სპიკერმა.

აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასა და თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობა ბაქოსა და ანკარაში შეშფოთებას იწვევს.  სიჩქარე, რითაც ისინი ცდილობენ რუსეთთან ერთად სომხეთის წინააღმდეგ წარმოებული  ტერორისტული ომის შედეგების გამტკიცებას, აჩვენებს, რომ მათთვის ცნობილი არ არის ვაშინგტონის გეგმები რუსეთ-თურქეთის  შეთანხმების 100 წლისთავის წინა დღეებში.

აი, რას წერს  აშშ-ს ელჩი  გერმანიაში ჯეიმს ჯერარდი  1921 წლის 16 მარტის შეთანხმების შესახებ:  „1921 წლის 16 მარტს ბოლშევიკებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ქემალთან, რომლის თანახმად, სომხეთის რესპუბლიკის ნაწილი გადაეცა თურქეთს, დანარჩენი ორი ნაწილი აზერბაიჯანს, ხოლო დარჩენილს „საბჭოთა სომხეთი“ უწოდეს, რომლის ანექციაც რუსეთმა მოახდინა.

ამავდროულად, ახლო აღმოსავლეთში მრავალი ქვეყნის გაწევრიანებამ ისრაელთან ”აბრაამულ შეთანხმებებში”, ქურთების საკითხმა სირიაში, ერაყში, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების შესაძლებლობამ შეიძლება თურქეთი და რუსეთი არეალიდან გაიყვანოს.

ერაყის ქალაქ ნაჯაფეში პაპმა ფრენსისმა ისტორიული შეხვედრა გამართა ერაყის შიიტური ისლამის ლიდერთან. პაპი პირველად ხვდება შია ისლამის მაღალჩინოსან სასულიერო პირებს. შემდეგ ის  ეწვია ერაყის სამხრეთით მდებარე ძველი ქალაქის ურას ნანგრევებს, რომელიც აბრაამის სამშობლოდ არის ცნობილი.

ნახეთ მეტი
Back to top button