მთავარიპოლიტიკა

ტყვეების დაბრუნების საკითხი სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა წარადგინა დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირების მონაწილეობით გამართულ დებატებზე

სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან თათოიანმა გააკეთა სპეციალური მოხსენება დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირების მონაწილეობით გამართულ დებატებზე, რომელშიც წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანში  მყოფი სომეხი ტყვეების, სამხედრო მოსამსახურეთა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბრუნების გადაუდებელი საკითხი. ამის შესახებ “არმენპრესს” სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან აცნობეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთში ბრიტანეთის ელჩი ჯონ გალაჰერი, სომხეთთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ტიმ ლოუტონი და სხვები.

არმან თათოიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ხელოვნურად აჭიანურებს და აპოლიტიზირებს პროცესს, რათა სომხურ საზოგადოებას და განსაკუთრებით ტყვეთა ოჯახებს სულიერი  ტანჯვა მიაყენონ და ქვეყანაში დაძაბულობა შექმნან.

ომბუდსმენმა ასევე ილაპარაკა  ომის დანაშაულებებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ (თავის მოკვეთა, წამება, სხეულის დასახიჩრება და ა.შ.), რომლებიც ჩადენილ იქნა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ომის დროს 2020 წლის სექტემბერში-ნოემბერში.

რაც შეეხება სომხეთის საზღვრებთან დაკავშირებულ პროცესს, არმან თათოიანმა წარმოადგინა თავისი ახალი კონცეფცია, რომლის თანახმად, სიუნიკში უნდა შეიქმნას დემილიტარიზებული უსაფრთხოების ზონა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხალხის უსაფრთხოება. მან წარმოადგინა კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები, რომლებსაც ემყარება ეს ახალი მიდგომა.

ნახეთ მეტი
Back to top button