ფიზულში მშენებარე აეროპორტი მიზნად ისახავს სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნას – ირანოლოგი
ვარანდაში (აზერბაიჯანულად: ფიზული) აეროპორტის აშენების თემის ანალიზისას მნიშვნელოვანი ფაქტი, როგორც ჩანს, შეუმჩნეველი დარჩათ. ამის შესახებ ირანოლოგმა ვარდან ვოსკანიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ თებერვლის ბოლოს ბაქოს დიქტატორმა სიტყვასიტყვით გამოაცხადა, რომ აეროპორტის “ასაფრენ ბილიკს შეეძლება ყველა ტიპის თვითმფრინავის განთავსება, მათ შორის ყველაზე მძიმე სატვირთოებისაც კი“. რაც ერთი შეხედვით ძალიან უცნაურია იმის გათვალისწინებით, რომ აეროპორტი შენდება თითქოს შუშიში ჩასვლის გასადვილებლად.
შკარაა, რომ ასეთი შესაძლებლობებით დაჯილდოებული აეროპორტი აშკარად მიზნად ისახავს, არა სამოქალაქო, არამედ სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც ტერიტორიის გეოგრაფიული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობის გათვალისწინებით, მუქარას უქმნის არა მარტო სომხეთს, არამედ ირანსაც.
აზერბაიჯანისა და თურქეთის გარდა, ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ისრაელისა და ნატოს მიერ ანტირუსული და ანტიირანული მიზნებისთვის.
ისტორია ზოგჯერ საბედისწერო მაგალითებს გვაწვდის. რუსული იარაღის ძალით ირანიდან დაპყრობილი და რუსი მეთაურის პაველ კარიაგინის სახელის მატარებელი ფორ-პოსტი კარიაგინო, ამჟამად ახალი “მფლობელებისა” და “სტუმრების” მიერ შესაძლებელია გამოყენებული იქნას თვითონ რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ.