მთავარიპოლიტიკა

შტეფან დუჯარიკი უსაფუძვლოდ თვლის სომხეთში „იუნისეფის“ წარმომადგენლის მიმართ ჯაშუშობის ბრალდებას

გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა შტეფან დუჯარიკმა უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ სომხეთში „იუნისეფის“  წარმომადგენელი მარიან კლარკ-ჰეტინგი ჯაშუშობდა აზერბაიჯანისა და გაერთიანებული სამეფოს სასარგებლოდ. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, დუჯარიკმა ეს ჟურნალისტებთან ბრიფინგის დროს განაცხადა.

”მის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებები უსაფუძვლოა. მე მას სრულად ვუჭერ მხარს. შემიძლია გითხრათ, რაც „იუნისეფის“  ჩემმა კოლეგებმა მითხრეს.

„იუნისეფი“ და სომხეთის მთავრობა შეთანხმდნენ, რომ მარიან კლარკ-ჰეტინგი ამ თვეში შეწყვეტს მუშაობას „იუნისეფის“  წარმომადგენლად სომხეთში და სხვაგან დაინიშნება”, – თქვა დუჯარიკმა.

მან აღნიშნა, რომ მარიან კლარკ-ჰეტინგი არის მაღალკვალიფიციური, გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც ადრე მუშაობდა გაეროს „იუნისეფის“ შტაბ-ბინაში, იყო ორგანიზაციის წარმომადგენელი მალაზიაში და ეკავა სხვა თანამდებობები სომალში, გვინეაში, ბენინსა და მადაგასკარში.

ნახეთ მეტი
Back to top button