
აშშ ბრედ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსმა წევრმა, ბრედ შერმანმა, კონგრესში სიტყვით გამოსვლისას დაგმო აზერბაიჯანის მიერ სომეხთა წინააღმდეგ ჩადენილი ხოცვა სუმგაითში, კიროვაბადსა და ბაქოში, მოიხსენია რა დარუპულთა ხსოვნა. შერმანის განცხადებას წარმოადგენს Asbarez-ი.
”მე სომხურ-ამერიკული საზოგადოების გვერდით ვდგავარ, მოვიხსენიებ სომეხი ხალხის ხოცვა-ჟლეტას სუმგაითში (1988 წლის 27-29 თებერვალი), კიროვაბადში (1988 წლის 21-27 ნოემბერი) და ბაქოში (1990 წლის 13-19 იანვარი) .
33 წლის წინ, აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში მცხოვრები სომხები სამიზნე გახდნენ ეთნიკური ნიშნის გამო.
New York Times იუწყება, რომ სომხებს “დევნიდნენ”.
სუმგაითის ხოცვა იყო სომეხი უმცირესობის მიმართ ძალადობის ესკალაციის დასაწყისი, რის შემდეგაც ანტი-სომხური ძალადობის ტალღა გავრცელდა კიროვაბადსა და ბაქოში,რამაც გამოიწვია აზერბაიჯანიდან 390 000 სომხის იძულებითი დეპორტაცია და 1991-1994 წლებში არცახში ომის დროს.
სამწუხაროდ, აზერბაიჯანელთა თავდასხმები სომხების წინააღმდეგ მხოლოდ გრძელდება. სომხეთის და არცახის წინააღმდეგ ბოლოდროინდელი აგრესიის დროს აზერბაიჯანმა განახორციელა შეტევა მშვიდობიან მოსახლეობაზე. Human Rights Watch– მა დააფიქსირა კასეტური საბრძოლო მასალებისა და საარტილერიო ჭურვების გამოყენება სამოქალაქო სტრუქტურების წინააღმდეგ.
დღეს სომხები აზერბაიჯანში კვლავ ტყვეობაში იმყოფებიან, არ აქვთ სომხეთში დაბრუნების ზუსტი გრაფიკი. სომეხი სამხედრო ტყვეები აზერბაიჯანში ფიზიკურ ძალადობას და სხვა არაადამიანურ მოპყრობას ექვემდებარებიან. აზერბაიჯანის მთავრობამ პასუხი უნდა აგოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. მე გავაგრძელებ მუშაობას კონგრესში, რათა ნათელი მოვფინო მსგავს წარსულ და აწმყო სიმხეცეებს”, – აღინიშნება შერმანის განცხადებაში.