
სომხეთში შექმნილი ვითარება ამ ქვეყნის შინაგანი საქმეა. რუსეთი დაინტერესებულია, რაც შეიძლება მალე მოგვარდეს სიტუაცია. ამის შესახებ ტასსის კითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ.
”ჩვენ ამას სომხეთის შინაგან საქმედ მივიჩნევთ. ჩვენ ამ პროცესებში არ ვართ ჩარეული და არავის მხარს არ ვიჭერთ. ”ჩვენ გვინდა, რომ სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს, რადგან ეს ყველას მოუტანს სარგებელს”, – აღნიშნა მან.
”რუსეთი იმედს გამოთქვამს, რომ მთიან ყარაბაღში სიტუაცია არ გამწვავდება”, – აღნიშნა რუდენკომ.
”იმედი გვაქვს, რომ აქამდე არ მივა”, – აღნიშნა დიპლომატმა კითხვაზე პასუხის გაცემა.
სომხეთში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა მას შემდეგ, რაც 25 თებერვალს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ონიკ გასპარიანმა და უმაღლესმა სარდლობამ მოითხოვეს პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა. პრემიერ-მინისტრმა ეს შეაფასა როგორც სამხედრო გადატრიალების მცდელობა და უკვე ორჯერ გაუგზავნა შუამდგომლობა სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს გენერალური შტაბის უფროსის გადაყენების შესახებ.