მთავარიპოლიტიკა

საქართველოს სომხების ორმოქალაქეობის საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია

საქართველოს პარლამენტის ეროვნებით სომეხმა დეპუტატმა წინადადება შემოიტანა საქართველოში დაბადებულთათვის მოქალაქეობის მისაღებად გაუქმებული იქნას სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებელი ნორმა.

სომხები, რომლებსაც არალეგალურად აქვთ ორმაგი მოქალაქეობა (ძირითადად სომხეთის), მიმართავენ ლეგალიზაციას, კარგავენ საქართველოს მოქალაქეობას და ვერ ახერხებენ  მის დაბრუნებას, ძირითადად იმიტომ, რომ მათ არ იციან ქართული.

საქართველოში, განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, სადაც ეროვნული უმცირესობები ცხოვრობენ, ბევრმა მოქალაქემ ადრე უკანონოდ მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა (ძირითადად სომხები  რუსეთიდან ან სომხეთიდან), რათა შესძლებოდათ სამუშაოდ რუსეთში გამგზავრება უვიზოდ.

კონსტიტუციაში ბოლო ცვლილებების თანახმად (2017),  საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს ჰქონდეს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა. გარდა ამისა, მათ, ვინც ადრე მოიპოვა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა უკანონოდ, შესაძლებლობა აქვთ მეორედ დააკანონონ ორმაგი მოქალაქეობა, ხოლო ვინც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, აღადგინოს იგი. ამასთან, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქე მიმართავს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე ხდება, რომ კარგავს მოქალაქეობას.

იურისტი გურგენ ეზოიანი, რომელიც პრობლემას ხედავს არა კანონში, არამედ კომისიის გადაწყვეტილებებში (იუსტიციის სახლის მოქალაქეობის საკითხებზე კომისია), “რადიოლურთან” საუბრისას ამბობს:

„უარის თქმის მიზეზები გარკვეულწილად გასაგები უნდა იყოს, რომ ადამიანს არ შეეშინდეს მოქალაქეობის დაკარგვის. როგორც იურისტი, ხშირად ვერიდები რჩევას მოქალაქეობის აღდგენის საკითხებზე, რადგან მე თვითონ ვერ გავრკვეულვარ ამ საკითხში.

თუ დაკარგეთ საქართველოს მოქალაქეობა, მისი აღდგენის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულოა. განმცხადებლები ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან, როგორიცაა სამცხე-ჯავახეთი, სადაც ქართული ენის ცოდნა ჯერ კიდევ დაბალ დონეზე დგას, ხშირად ვერ აღადგენენ მოქალაქეობას სახელმწიფო ენის არ ცოდნის გამო.  

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ანდრანიკ მინასიანი ამბობს, რომ

„თუ გვინდა, რომ საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებს გამონაკლისის სახით მიენიჭოთ უფლება, უნდა გაუქმდეს სახელმწიფო ენის ცოდნის  ნორმა.  უნდა შემოწმდეს მხოლოდ საკითხი ეწინააღმდეგებოდა თუ არა მოცემული პირი ქვეყნის ინტერესებს.   მე ძირითადად იმ ხალხზე ვსაუბრობ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებად იბადებიან, ამ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირი აქვთ და საქართველოს სამშობლოდ თვლიან“.

ახალქალაქი-ნინოწმინდადან არჩეული საქართველოს პარლამენტის სომეხი დეპუტატი სმბატ კიურეღიანი ცდილობს შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება, რომ საბოლოოდ გადაჭრას სომხებით დასახლებული რეგიონის მოსახლეობის ორმაგი მოქალაქეობის საკითხი კანონით.

„ამ მიმართულებით ვმუშაობ, ვაყალიბებთ საინიციატივო ჯგუფს, მივმართავთ შესაბამის კომისიას საკითხის განხილვის მიზნით. ჩვენი წინადადებაა  საქართველოში დაბადებულ მოქალაქეს გამარტივებული წესით მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა გამოცდის გარეშე. ბევრი ჯავახელი სომეხი ვერ შეძლებს მოქალაქეობის აღდგენას ქართული ენის არცოდნის გამო“.

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მცირე სახელმწიფოებისთვის სასარგებლოა ორმაგი მოქალაქეობის მიღება.

ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ მეორე მოქალაქეობის მიღების შედეგად საქართველოს პასპორტი დაკარგა ათი ათასობით ეთნიკურმა სომეხმა.  

საქართველოს კონსტიტუციაში ბოლოდროინდელი ცვლილებების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ  სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, მაგრამ განსაკუთრებული პირობით, თუ ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებამდე მიიღებენ სახელმწიფოსგან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების ნებართვას.

ნახეთ მეტი
Back to top button