მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე მოიწვია პრემიერ-მინისტრი, საპარლამენტო ფრაქციების და ,,სამშობლოს ხსნის მოძრაობის“ ლიდერები

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ქვეყანაში შექმნილი შიდაპოლიტიკური ვითარების განხილვისა და ურთიერთშეთანხმების გზების გადაწყვეტის მიზნით 13 მარტს, 12:00 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვედრაზე მოიწვია სომხეთის პრემიერ- მინისტრი, საპარლამენტო ფრაქციების  და “სამშობლოს ხსნის მოძრაობის” ლიდერები.

როგორც “არმენპრესს” განუცხადა სომხეთის პრეზიდენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა, სომხეთის პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია:

”ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკური კრიზისი, ვითარება კვლავ დაძაბულია, რასაც შეიძლება ჰქონდეს არაპროგნოზირებადი, შეუქცევადი შედეგები ჩვენი სახელმწიფოსთვის, სახელმწიფოებრიობისთვის.

ბევრი პრობლემაა, მათი გადაჭრა მოითხოვს სასწრაფო სისტემურ ცვლილებებს, მათ შორის, კონსტიტუციურ და საკანონმდებლო.

როგორც მთავრობამ, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურმა ძალებმა არაერთხელ გამოხატეს თავიანთი პოზიციები. მაგრამ არ არსებობს ურთიერთგაგება და ერთმანეთისთვის დათმობის სურვილი. უფრო მეტიც, გახშირდა შეუწყნარებლობისკენ მოწოდებები.

შექმნილ ვითარებაში ჩემი ერთადერთი მიზანი იყო და არის ქვეყნის შერყევის თავიდან აცილება და ისეთი სიტუაციის შექმნის პრევენცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არაპროგნოზირებადი შედეგები.

სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, სიტუაციის მოგვარება კიდევ ერთი სასწრაფო იმპერატიული მოთხოვნაა.

ვხელმძღვანელობ რა საყოველთაო სახელმწიფო დაეროვნული ინტერესებით, არსებული ვითარების განხილვის და  კრიზისის დასაძლევად მიმართული ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების მოძებნის მიზნით, რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს, ,,სამშობლოს ხსნის მოძრაობის“ ლიდერებს 13 მარტს 12:00 საათზე გიწვევთ შეხვედრაზე პრეზიდენტის რეზიდენციაში.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს რწმენას, რომ უთანხმოების გადაჭრის ერთადერთი გზა არის მოლაპარაკებები და დიალოგი, ხოლო სომხეთისა და არცახის განვითარების ერთადერთი გზა არის ყველა ჩვენგანის ძალისხმევისა და შესაძლებლობების გაერთიანება.

***

პ.ს. რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატი შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ მოწვეული სტუმრებისგან პასუხის მიღებას ელის 11 მარტის 18:00 საათამდე”.

ნახეთ მეტი
Back to top button