მთავარიპოლიტიკა

ჩვენ ვაგრძელებთ ვიკისროთ საერთო პასუხისმგებლობა, ჩვენ მას ღირსეულად ვატარებთ. პრემიერ მინისტრი შეიარაღებული ძალების ოფიცრებს

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავდაცვის სამინისტროში შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებთან თათბირი გამართა. თათბირში მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრი ვაღარშაკ ჰარუთიუნიანი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, გენერალ-ლეიტენანტი არტაკ დავთიანი და სხვები.

როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატში განაცხადეს, პრემიერ-მინისტრმა თათბირზე აღნიშნა:

”ჩვენ საკმაოდ მძიმე განსაცდელს განვიცდით, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ყველაზე მძიმე განსაცდელის საათშიც კი, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ნებისმიერ მოქალაქეს, მთავრობის ნებისმიერ წევრს, არავის არ შეუძლია არასათანადოდ შეაფასოს ის უდავო სამსახური, რომელიც სომხეთის შეიარაღებული ძალების მრავალმა გენერალმა და ოფიცერმა, ქვე-ოფიცერმა, სერჟანტმა და რიგითმა გაუწიეს და უწევენ ჩვენს ქვეყანას.

მსურს განვაცხადო, რომ ჩვენ ერთად  ვაგრძელებთ ვიკისროთ საერთო პასუხისმგებლობა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ვატარებთ. მსურს ასევე აღვნიშნო შემდეგი: შეიარაღებული ძალების საჭიროებები როგორც იყო, ასევე რჩება მთავრობის ყურადღების ცენტრში. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შეგვეძლოს ერთად განვიხილოთ, გავაანალიზოთ და ვუპასუხოთ უამრავ კითხვას და რასაკვირველია ერთად უნდა ჩამოვაყალიბოთ შეიარაღებული ძალების მომავლის შესახებ საერთო ხედვა“,-აღნიშნა მთავრობის ხელმძღვანელმა.

ნახეთ მეტი
Back to top button