საზოგადოება

იური ჯორკაეფი ისევ ერევანშია

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი იური ჯორკაეფი ისევ ერევანშია. სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, დღეს მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ფიფას ფონდის აღმასრულებელი დირექტორია, ეწვია ფიფას ტექნიკურ ცენტრს,  ფეხბურთის აკადემიას.

ფიფას პრეზიდენტთან არმენ მელიქბეკიანთან შეხვედრისას განიხილეს სომხური ფეხბურთის განვითარების პერსპექტივები და სამომავლო საინვესტიციო პროგრამები.

ჯორკაეფი ასევე გაეცნო სომხეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ხოაკინ კაპაროსს და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრებს.

შეგახსენებთ, რომ ჯორკაეფი სომხეთში 2020 წლის დეკემბერშიც იმყოფებოდა.  

ნახეთ მეტი
Back to top button