პოლიტიკა

მე გამოვრიცხავ მოკლევადიან პერიოდში საბრძოლო მოქმედებების განახლების შესაძლებლობას – არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხებზე მრჩეველი

იმის გათვალისწინებით, რომ საომარი მოქმედებების განახლების თემა განიხილება სხვადასხვა კუთხით, ნება მომეცით გავაკეთო რამდენიმე მოკლე დაკვირვება.

ერთბაშად გეტყვით, რომ მე გამოვრიცხავ ამის შესაძლებლობას მოკლევადიან პერიოდში. ასეთი ჩანაწერი გააკეტა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტის უსაფრთოების საკითხებზე მრჩეველმა ტიგრან აბრაჰამიანმა

როგორც ის წერს, „საშუალოვადიან პერსპექტივაში, რისკები გაიზრდება, მაგრამ მე არ მიმაჩნია ომის განახლების ალბათობა ამ ეტაპზე მაღალი.

გრძელვადიან პერსპექტივაში არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვნად გაზრდის ომის ალბათობას.

მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ომის პროგნოზირების ძირითადი მიზეზი არის რუსული სამხედრო ჯგუფის ყოფნა არცახში  დამისი ყოფნის გაფართოება სომხეთის საზღვარზე.

2008 წელს ჩვენ უკვე დავინახეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, თუ რა ხდება, როდესაც რუსული სამშვიდობოების თანდასწრებით ხდება ძალის გამოყენების მცდელობები.

ამ გათვლებით, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუ მკვეთრი ცვლილებები  მოხდება რუსეთის შიგნით ან  ჩვენს რეგიონში.

ჩემი ნათქვამი არ გამორიცხავს საზღვრის პროვოკაციებსა და დაძაბულობას, უფრო მეტიც, მათი გააქტიურება დამატებითი ანალიზის საგანია“.

ნახეთ მეტი
Back to top button