მთავარიპოლიტიკა

უნდა მოხდეს სამმხრივი განცხადების გადახედვა

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ლინდენი ეუთოს მინსკის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ ეწვევა ერევანსა და ბაქოს. გუშინ მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ყარაბაღის გარშემო შექმნილი ვითარება განიხილა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ტიტოვთან.

აპირებს თუ არა ეუთო გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას მინსკის ჯგუფის ფორმატის აღდგენისა და პოლიტიკური დარეგულირებისთვის? და ეთანხმება თუ არა სამმხრივი განცხადების ავტორი რუსეთი, რომ სტატუსის საკითხი არ არის აქტუალური?

მხოლოდ ეუთოს მინსკის ჯგუფს აქვს კონფლიქტის მოგვარების მანდატი, მაგრამ ომის დასრულებიდან ოთხი თვის შემდეგ მას კონკრეტული ზომები არ მიუღია, წერს ვებგვერდი Lragir.am. ამავე დროს, თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს მინსკის ჯგუფის დასავლეთის თანათავმჯდომარეებმა, შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა.

კერძოდ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უარყო ბაქოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბაქოში აშშ-ს ელჩმა აზერბაიჯანს მიულოცა “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ”აშშ მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით მიმდინარე პროცესს, მხარს უჭერს საკითხის გადაჭრას ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპებზე, ანუ ძალის გამოყენების, ტერიტორიული მთლიანობის, თანაბარი უფლებებისა  და თვითგამორკვევის უფლებას. ”

ბაქომ, მოსკოვმა, ანკარამ ვერ მოახერხეს არცახის  წინააღმდეგ ტერორისტული ომის შედეგების ლეგიტიმაცია, შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა აზერბაიჯანის “ტერიტორიული მთლიანობის” აღიარებაზე.

რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთის სენატს წარუდგინა მინსკის ჯგუფის სხვა თანათავმჯდომარემ, რომელიც მიღებულ იქნა 25 ნოემბერს, მოიცავს განსახილველ საკითხებს: 1994 წლის საზღვრების აღდგენა, აზერბაიჯანის ჯარების და მათი მომხრეების ოკუპირებული ტერიტორიიდან გაყვანა, აგრეთვე მოსახლეობის დაცვა მინსკის ჯგუფის ეგიდით, თანახმად 2007 წლის სამშვიდობო გეგმის რეკომენდაციებისა, საერთაშორისო ძალების განლაგების გზით. 10 იანვარს საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა იმსჯელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე, ხოლო მაკრონმა აღნიშნა, რომ უნდა დაიწყოს დისკუსიები საკითხის “პოლიტიკური გადაწყვეტისათვის”.

სომხეთმა განაცხადა, რომ ომი ტერორისტული იყო და მისი შედეგები საბოლოო მოგვარებად არ შეიძლება ჩაითვალოს.

ერევანს და სტეპანაკერტს შეუძლიათ ეუთოს მეშვეობით მოახდინონ  საერთაშორისო გადაწყვეტილებების ინიცირება არცახის სტატუსის შესახებ. სომხეთმა და არცახმა  უნდა განაცხადონ გაერთიანების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button