მთავარიპოლიტიკა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სომეხი ტყვეების საკითხის შესახებ აცნობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს

9 მარტს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფუძვლად მიიღო რა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სომხეთის წარმომადგენლის არაერთი განცხადება, ასევე მხედველობაში მიიღო რა ის გარემოება, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ არაერთხელ დაარღვია ევროსასამართლოს მიერ დადგენილი ვადები, არ მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია, გადაწყვეტილება მიიღო აზერბაიჯანის მიერ სომეხი სამხედრო ტყვეების და მძევალ სამოქალაქო პირთა უფლებების დარღვევის საკითხის შესახებ შეატყობინოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს. ამის შესახებ იტყობინება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლის აპარატი.

”უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ზოგიერთ ტყვეზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ კვლავ ძალაშია. შუალედური ზომების გამოყენებით, ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანს დაავალა, მიეწოდებინა ინფორმაცია დაკავებულ პირთა შენახვის პირობების, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მათი დაბრუნების ღონისძიებების შესახებ.

რაც შეეხება სომხეთის წინააღმდეგ წარმოდგენილი შუალედური ზომების მიღების მოთხოვნებს, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლომ გადაწყვიტა არ გამოეყენებინა შუალედური ზომები, და შესაბამისად, ამ ნაწილში საჭიროდ არ მიიჩნია ამის შესახებ ეცნობებინა მინისტრთა კომიტეტისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button