კულტურამთავარი

საფრანგეთის სომეხი მომღერლის გამოსვლამ აღაფრთოვანა და განაცვიფრა “The Voice” – ს ჟიური

13 მარტის საღამოს ფრანგული “The Voice” ბრმა მოსმენების დროს გამოსვლა ჰქონდა საფრანგეთის სომეხ მომღერალს ანაჰიტ ბოიაჯიანს. მან დუდუკის სულისშემძვრელი ჰანგების ქვეშ ახლებურად შეასრულა სომხური ხალხური სიმღერა “ჰინგალა”, რომლის დროსაც ფრანგულ ენაზე იმღერა რამდენიმე სტრიქონი. ეს სიმღერა უნიკალური ამბავი გახდა სწორედ მის – საფრანგეთში მცხოვრები სომეხი ქალის შესახებ.

შესრულების დროს ჟიურის წევრები სიტყვასიტყვით  სუნთქვის შეკავებით უსმენდნენ ანაჰიტს და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს რა ენაა? ლამაზია. როდესაც ანაჰიტმა სიმღერის ერთ ნაწილში წარმოთქვა სიტყვა Arménie, ჟიურის წევრებმა ერთმანეთს მიმიკით აჩვენეს, რომ ნათელია, საიდან იყო იგი.

ანაჰიტის ულამაზესი, გულისხმიერი, ძალზე გულწრფელი შესრულებით ჟიურის ოთხივე წევრი მობრუნდა და ფეხზე წამოდგომით ტაში დაუკრა.

“თქვენ ჩვენი გული ამოატრიალეთ”, “ჩვენ აღფთოვანებულები ვართ”, “თქვენ შესანიშნავად აკონტროლებთ თქვენს ხმას” ჟიურის წევრებმა სათითაოდ აღტაცებული კომენტარები გააკეთეს.

https://www.youtube.com/watch?v=ilYH80Jxm64&t=1s

ანაჰიტის გამოსვლის შემდეგ მაყურებლის ტაშიც დიდხანს არ ჩერდებოდა.

”მუსიკას საზღვრები არ აქვს. ეს სიმღერა გახდა უნიკალური ხიდი სომხეთს, ჩემს ფესვებს და საფრანგეთს, ჩემს დაბადების ადგილს შორის. ეს იყო ის, რისი გადმოცემა მსურდა“, – აღნიშნა ანაჰიტმა.

ანაჰიტი 25 წლისაა. მედიასთან ინტერვიუში მან თქვა, რომ მუსიკოსების ოჯახიდანაა. მას სცენაზე ახლდნენ მისი ძმა (დასარტყამი ინსტრუმენტი) და ბაბუა (დუდუკი).

ერთ-ერთ ფრანგულ პერიოდულ გამოცემასთან საუბრისას, გოგონამ აღნიშნა, რომ არცახის ომმა „გააძლიერა მისი ოჯახის გამოსვლა“.

”ჩვენი აზრები სომხეთში იყო. ჩვენ, სომხები, სიამაყით ვმღერით ჩვენი ფესვების შესახებ, ჩვენ არ ვკარგავთ ჩვენს კულტურას. მინდა მივმართო პლანეტის ყველა ადამიანს, რომ მათ ვუთხრათ, რომ ჩვენ სომხები ვართ, ჩვენ ისევ ვდგავართ, ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ და გვსურს წინსვლა თავაწეულებს. მე არასდროს შევწყვეტ საუბარს ჩემს ფესვებზე, – აღნიშნა ანაჰიტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button