მთავარიპოლიტიკა

ყველაფერი გეგმის მიხედვით. აზერბაიჯანში კვლავ დაიწყო სამხედრო წვრთნები

არცახში სამხედრო ესკალაციის შემდეგ, კვლავ იწყება აზერბაიჯანის არმიის სამხედრო წვრთნები, რომელშიც 10 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას RIA Novosti ავრცელებს.

ყველაფერი გეგმის მიხედვით

აზერბაიჯანის არმიის წვრთნებში 100-მდე ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 200-მდე სხვადასხვა კალიბრის სარაკეტო და საარტილერიო სისტემა, 30-მდე ერთეული სამხედრო ავიაცია, აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების უპილოტო მფრინავი აპარატი მიიღებენ მონაწილეობას.

სწავლებები ჩატარდება მთიან ტყიან ადგილებში, რთული რელიეფით. ძირითადი ყურადღება გამახვილდება ჯარების მართვაზე, მათ საბრძოლო მზადყოფნაზე, საბრძოლო ჰარმონიის გაუმჯობესებაზე და სამხედრო ნაწილების, სარაკეტო და საარტილერიო ჯარების, საავიაციო – სპეცდანიშნულების ძალების ურთიერთთანამშრომლობაზე.

სამხედრო წვრთნების დროს შემუშავდება ანტიტერორისტული ოპერაციები.

”აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, 15 მარტიდან ოპერატიული ტაქტიკური სწავლებები ჩატარდება აზერბაიჯანის არმიაში ჯარების (ძალების) სახეობების მონაწილეობით”, –  ,,რია ნოვოსტის“ განუცხადა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო წვრთნები საფრთხეს არ წარმოადგენს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის, ისინი გეგმიური ხასიათისაა.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სამხედროები განაგრძობენ სიტუაციის მონიტორინგს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წ წლის პირველი ნახევრის გეგმის თანახმად, 16-დან 20 მარტამდე ჩატარდება სომხეთის შეიარაღებული ძალების სწავლება  ერთობლივი ტაქტიკური, ტაქტიკურ-პროფესიული სამხედრო წვრთნების სახით სომხეთის შეიარაღებული ძალების ყველა ოპერატიული მიმართულებით, მათ შორის სამხედრო ნაწილებში, სპეცდანიშნულების რაზმებში.

ნახეთ მეტი
Back to top button