მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანმა COVID-19- ის პირობებში მასშტაბური შეიარაღებული თავდასხმებით კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა – სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველი

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა, როცა  COVID-19- ის პირობებში განახორციელა არცახისა და სომხეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეიარაღებული თავდასხმები.

ეს ფაქტი დასტურდება სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის ახალი სპეციალური მოხსენებით.

ადამიანის უფლებათა დამცველის ეს საგანგებო მოხსენება წარმოგვიდგენს  კონკრეტულ მაგალითებს  ”აზერბაიჯანის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ  დანაშაულს ტექნოგენური კატასტროფის,  COVID-19 ფონზე”.

სპეციალურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ გაეროს გენერალური მდივნისდა  უსაფრთხოების კომიტეტის  განცხადების თანახმად, COVID-19-ის მიმდინარეობისას უნდა შეწყვეტილიყო საბრძოლო მოქმედებები ნებისმიერ ვითარებაში, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ომის დაწყებამ 2020 წლის სექტემბერ-ნოემბერში საფრთხეში ჩააგდო არცახის  მთელი მოსახლეობის სიცოცხლე. წინასწარგანზრახულად ხელი შეუწო არცახისა  და სომხეთის  მოსახლეობის  სიკვდილიანობის ზრდას.

ეს ყველაფერი გაკეთდა მომაკვდინებელი ვირუსის სწრაფი გავრცელების დაჩქარებით და ჯანდაცვის სისტემის საბოლოო დანგრევით.

ამრიგად, 1 მარტიდან 26 სექტემბრამდე პერიოდში დაფიქსირდა COVID-19 49,400 შემთხვევა, ხოლო ომის დროს, 27 სექტემბრიდან 9 ნოემბრამდე, ამ რიცხვმა 59 287 მიაღწია.

სიკვდილიანობის მხრივ, ომამდე შვიდი თვის განმავლობაში დაფიქსირდა 951 გარდაცვალების შემთხვევა, ომის დროს – 658.

ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა დამცველის მტკიცებებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება პასუხს აგებს ომის დანაშაულებისთვის, რადგან დაუსჯელობა წარმოშობს ახალ, უფრო სასტიკ დანაშაულებს.

ანგარიში გადაეგზავნება შესაბამის საერთაშორისო სტრუქტურებს, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოებს.

ნახეთ მეტი
Back to top button