მთავარიპოლიტიკა

გაზეთი „ჰაიასტანი ჰანრაპეტუთიუნ“ („სომხეთის რესპუბლიკა”) – კანონის ძალა თუ ძალის უფლება?

„ასი წლის წინათ, დღევანდელ დღეს, 1921 წლის 16 მარტს, საბჭოთა რუსეთმა და თურქეთმა მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელშიც აღწერილი იყო თურქეთის ამჟამინდელი ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი, სომხეთის სსრ მნიშვნელოვანი ტერიტორიების ჩათვლით ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ისტორიული სამშობლოს განუყოფელი ნაწილი.

გუშინ თურქეთის პარლამენტში მოეწყო ღონისძიება რომელიც მიეძღვნა  “თურქეთსა და რუსეთს შორის 1921 წელს16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულების 100 წლისთავს“.  პანელური დებატები  გაიმართა თურქეთის პარლამენტის სპიკერის მუსტაფა შენთოპის  ეგიდით და დედაქალაქის  ბილკენტის უნივერსიტეტის მხარდაჭერით. სააგენტო “Anadolu” – ს ცნობით, “თურქეთ-რუსეთის  1921 წ. მოსკოვის ხელშეკრულების ხელმოწერის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ პანელურ შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა დოკუმენტის ხელმოწერის ისტორიული კადრები. ადრე ისტორიკოსები და საერთაშორისო სამართლის ექსპერტები ეჭვქვეშ აყენებდნენ ამ დოკუმენტის ხელმოწერის პროცესის ლეგიტიმურობას.

დღესდღეობით, მოსკოვის ხელშეკრულების 100 წლის იუბილე ხშირად განიხილება საჯარო დისკურსში, როგორც შემობრუნების მომენტი, მაგრამ თურქეთის პარლამენტში ორგანიზებული ღონისძიებამ  დაინტერესებულ მხარეებს  აშკარად აუწყა, რომ ისინი არ ემზადებიან ამ საკითხში ვცლილებების შესატანად. 16 მარტი განიხილება მხოლოდ როგორც თურქული დიპლომატიის გამარჯვების მოწმე …”

ნახეთ მეტი
Back to top button