გაზეთი „ჰაიასტანი ჰანრაპეტუთიუნ“ („სომხეთის რესპუბლიკა”) – მოსკოვის 100 წლის წინათ დადებული ხელშეკრულების მძიმე შედეგები

”სომეხი ხალხის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მიუღებელ ხელშეკრულებას, რომელსაც ბოლშევიკური რუსეთი და ქემალისტური თურქეთი აწერდნენ ხელს, ხელი მოეწერა მოსკოვში ასი წლის წინ, 1921 წლის 16 მარტს. იმ მომენტისათვის, ორმა საერთაშორისო აღიარების არ მქონე სახელმწიფოებმა, სომხეთის რომელიმე წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე, ჩვენს საზიანოდ დაადგინეს ჩვენი სახელმწიფოს საზღვრები, რომელთა უსამართლო დებულებებსაც ჯერ კიდევ მოაქვს თავისი კატასტროფული შედეგები. ხელშეკრულება არ შეესაბამება იმდროინდელი და განსაკუთრებით ჩვენი თანამედროვე საერთაშორისო სამართლის რაიმე ნორმას. სსრკ-ს დაშლის დროს, ამან გამოიწვია ახალი კონფლიქტის გაჩაღება, რასაც საფუძვლად უდევს არცახის მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლების რეალიზაცია და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. საკითხი ჯერ არ მოგვარებულა და ის ასე დარჩება, სანამ რეგიონის ოკუპანტი სახელმწიფო შეეცდება აღკვეთოს ადგილობრივ მკვიდრთა, სომეხთა (და არამარტო მათი) უფლება, იცხოვრონ საკუთარ აკვანში, იქ სადაც მათ უცხოვრიათ ათასწლეულების განმავლობაში“.