
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრმა მაიკლ როტმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა ტყვეთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხზე ითანამშრომლონ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან, როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ როტმა დაწერა თავის “ტვიტერის” მიკრობლოგზე.
”სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა ითანამშრომლონ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან სამხედრო ტყვეთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხში სრული გამჭვირვალობის მისაღწევად. ხანგრძლივი მშვიდობა და შერიგება მოითხოვს კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით”, – წერს როტი.
გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპაში აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღში შეტაკებები შეჩერებულია, მაგრამ ომის წრილობები ჯერ არ მოშუშებულა.